Audi SQ5-ს ავტოექსპერტები პოპულარული SUV-ის სპორტულ გადახვევად მოიხსენიებენ. 349 ცხენის ძალის ტურბო V6 უზრუნველყოფს Audi-ს ამ მოდელის იმიჯს, როგორც ჰიპერკონკურენტუნარიანსა და ჰიტს. მანქანის შესახებ მიმოხილვებს სხვადასხვა ავტოპლატფომა წერს და გიზიარებთ მათ მოკლე შეფასებებს.
მანქანას ახლებური საბურავები აქვს, რაც განასხვავებს მას წინა მოდელისგან. ასევე განახლებულია მისი სამუხრუჭე სისტემა, ის უფრო მოცულობითია. ამასთან, ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზე მყოფ ავტომობილს, Audi-მ დაუყენა ავზის ორიგინალური საფარი, რომელიც არ ჰქონია SQ5-ის წინამორბედებს.
აღსანიშნავია, რომ დიზაინერული გადაწყვეტილებები თითქმის არაა შეცვლილი. მანქანა ისევ იყენებს ფიქტიურ უკანა განათების ფარებს, ხოლო მოდელის უკანა ნაწილი, ფაქტობრივად, არც შეცვლილა. ერთადერთი, რასაც ახალს შეამჩნევთ, ოდნავ მბზინავი მაყუჩებია.
მანქანის პირველი ტესტერები იმასაც ამბობენ, რომ Audi-ს შეუძლია შეამციროს SQ5-ის ძრავა, თუმცა, სავარაუდოდ, ის იმუშავებს უკვე გამოცდილი ტურბო V6-ით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ მანქანის ელექტრო ვერსიები არ გამოვა. ავტოექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს მოდელი არის იმ მყიდველებისთვის, ვისაც უნდათ ვიზუალურად სპორტული მანქანა დიდი სიმძლავრით. ის უზრუნველყოფს კომფორტსა და სიჩქარის ძალიან დამაკმაყოფილებელ ბალანსს. ასევე გვთავაზობენ ტექნოლოგიით მდიდარ გამოცდილებას მრავალი ციფრული დისპლეითა და მძღოლის დახმარების უამრავი ფუნქციით.