6
Feb
2019

ელექტრომობილი, როგორც ამაღელვებელი ფენომენი

6 Feb 2019

Elit Electronics


Audi-მ გადაწყვიტა, საკუთარი ელექტრომობილებით საზოგადოება აღელვებული დატოვოს. ეს აღელვება კი ახალი კამპანიის მთავარ პერსონაჟს იმდენად მძაფრად აქვს გამჯდარი, რომ მაშინაც, როცა სიკვდილს ჩახედავს თვალებში, აუდის ახალ ელექტრომობილზე ოცნებობს. თუმცა “იმ ქვეყნიდან” მობრუნებულს სიამოვნებისა და მადლიერების განცდა სრულიადაც არ აწუხებს. ვიდეოში ნახსენებია ისიც, რომ 2025 წლისთვის აუდის მოდელების 1/3-ს ელექტროძრავი ექნება. სარეკლამო სააგენტო Venables Bell & Partners-ის მიერ შექმნილი რეკლამა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სასურველია აუდის ახალი ელექტრომობილი საზოგადოებისთვის.

 

განხილვა