ტიკ-ტოკს რომ ჰკითხოთ, სწორედ ასე გამოიყურება პლატფორმის ინოვაციურობა… ახალი Audi RS3 გამოდიოდა… ამიტომ რაღაც ისეთი იყო საჭირო, რაც ხალხს საჭესთან დასვამდა, რადგან Audi-ს ტესტ დრაივის გავლი შემდეგ, ადამიანთა 94% ყიდულობს მას. თუმცა ციფრული გავლენის გამო ტესტ დრაივების რაოდენობა შემცირდა — მანქანებზე ინფორმაციებს დილერებს კი აღარ ეკითხებიან, არამედ ისეთ ონლაინ პლატფორმებს იყენებენ, როგორიც ტიკტოკია. ჰოდა, ამოცანაც რაღაც ისეთის მოფიქრება იყო, რაც ტესტ დრაივებს ტიკ-ტოკში დაამკვიდრებდა…
შედეგად, „მსოფლიოში პირველი TikTok Test Drive“ გაგვაცნეს — ინტერაქტიული სარეკლამო კამპანია, რომელიც უბრალოდ ტელეფონის გადაბრუნებით ვირტუალურ ტესტ დრაივს მოაწყობდა. სწორედ ასე გაციფრულდა ტრადიციული გამოცდილება. თანაც საკმაოდ წარმატებულადაც — 9 მილიონი ვირტგუალური ტესტ-დრაივი ჩატარდა, რითაც რეალური ტესტ დრაივების მოთხოვნა 72.9%-ით გაიზარდა. უბრალო სქროლვის გამოცდილება სათამაშო ელ.კომერციის გამოცდილებად იქცა, რაც აუდის მისიის შესაფერისიც არის, შემოგვთავაზოს ინოვაციები ყოველ ნაბიჯზე.












