in

Audi თავის საკულტო მოდელს, TT-ს ემშვიდობება

25 წლის შემდეგ Audi TT-ის წარმოება საბოლოოდ დასრულდა. მისი ბოლო ნიმუში წარმოდგენილი იყო გიორში, უნგრეთის ასამბლეის ქარხანაში, სადაც მოდელის წინამორბედები და კონცეფციებიც გამოფინეს. საბოლოო TT, რომელიც სავარაუდოდ ბინას დაიდებს მწარმოებლის კოლექციაში ან მუზეუმში, იდეალურად გამოხატავს TT ხაზის ძირითად შტრიხებსა და დეტალებს. 

მოდელის პირველი მანქანა 1998 წლის 18 თებერვალს გამოვიდა, ხოლო უკანასკნელი – 2023 წლის 11 ნოემბერს. ამ პერიოდის განმავლობაში მანქანა მთელ მსოფლიოში იყო პოპულარული და ჯამში 662,762 TT გამოუშვეს, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მოთხოვნადი იყო იგი.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 TT-ს ბოლო წლად დიდი ხნის წინ გამოცხადდა, ეს ინფორმაცია ამ მომენტს ნაკლებად სამწუხაროს არ ხდის. მართალია, ამ ბოლო დროს ხშირად იყენებენ სიტყვას „საკულტო”, რის გამოც ის ოდნავ გაცვეთილ ფრაზას დაემსგავსა, მაგრამ TT ნამდვილად იყო საკულტო მოდელი, განსაკუთრებით დიზაინის კუთხით. როდესაც ის 1998 წელს გამოვიდა, სპორტულმა კუპემ მთელი მსოფლიო გააოცა თავისი ელეგანტური, მინიმალისტური სტილით, რაც აშკარად შთაგონებულია ბაუჰაუსის მოძრაობით.

მიუხედავად იმისა, რომ Audi-ს დიზაინის ენა მუდმივად ვითარდებოდა. TT-მ შეინარჩუნა თავისი ცნობილი პროფილი და დეტალები. წლების განმავლობაში ის ჩამოყალიბდა სასიამოვნო სპორტულ მანქანად, რომელიც ბევრ ძვირადღირებულ ავტომობილზე მეტად მოთხოვნადი იყო. 

მოდელთან დასამშვიდობებლად Audi-მ რამდენიმე შეზღუდული გამოშვების მანქანა წარმოადგინა კონკრეტული ბაზრისთვის. მაგალითად, აშშ-მ მიიღო მშვენიერი Final Edition Roadster. ის მხოლოდ 50 ერთეულითაა წარმოდგენილი. მანქანას გამორჩეულს ხდის მწვანე მარგალიტის ეფექტის საღებავი და ყავისფერი ტყავი. ეს ლიმიტირებული გამოშვება პირველი თაობის უფრო გაუმჯობესებულ და დახვეწილ ვარიანტს ჰგავს. 

კიდევ უფრო იშვიათი მოდელებითაა წარმოდგენილი ესპანეთის ბაზარი. აქ მხოლოდ 25 ნიმუში გამოვიდა. Final Edition მოდელები შევიდა აგრეთვე გაერთიანებულ სამეფოშიც.

შეიძლება ითქვას, TT-მ გააძლიერა Audi-ს, როგორც „მაგარი” გერმანული ბრენდის რეპუტაცია და გაუტოლა Mercedes-სა და  BMW-ს. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მანქანაა მსოფლიოში და როგორც მომხმარებლები ამბობენ, გზები მის გარეშე ნაკლებად ელეგანტური იქნება. შეიძლება თუ არა, ოდესმე ელექტროეპოქაში დაბრუნდეს მოდელი, ჯერ არავინ იცის, თუმცა ამას არც ბრენდის მხრიდან გამორიცხავენ.

რა ახალი ტექნოლოგიები ვიხილეთ Dyson Next Gen Living ღონისძიებაზე?

ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება