25-წლიანი წარმოების შემდეგ Audi წყვეტს თავისი ცნობილი მოდელის, TT-ს გამოშვებას და ამ ფაქტს TT Final Edition-ით აღნიშნავს, თუმცა ისიც მხოლოდ ბრიტანულ ბაზარზეა წარმოდგენილი.
პირველად TT 1995 წელს ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამოჩნდა, როგორც პროტოტიპი. საზოგადოებისა და მედიის მხრიდან კი იმხელა ინტერესი გამოიწვია, რომ მალე წარმოებაშიც ჩაეშვა მცირე კოსმეტიკური ცვლილებებით. მისი დიზაინი პიტერ შრეიერს ეკუთვნოდა. მის მიერ შექმნილი Mk1 TT-ის დიზაინი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ ნამუშევრად დღემდე რჩება. მისი, სპორტული კუპეთი შთაგონებული ხაზები, დღეს ისევე სუფთად გამოიყურება, როგორც 90-იანებში.
სწორედ ამის აღსანიშნავად Final Edition აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს უყვარს ამ საკულტო მოდელში. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც კუპე ან როდსტერი, ასევე უმაღლესი ხარისხის TTS მოდელი. ახალ და საბოლოო TT-ში Audi-ს წარმოდგენილი ექნება შავი ფერების პაკეტი, რომელიც გვხვდება კარის სარკეებზე, უკანა მილებსა და სპოილერზე. მანქანა აღჭურვილია 20-დუიმიანი, ხუთწახნაგიანი, Y-ის სტილის ბორბლებით. Final Edition-ის ექსტერიერის ფერებიც მხოლოდ Tango Red, Glacier White და Chronos Grey მეტალიკით შემოიფარგლება. TTS მოდელს Bang & Olufsen-ის აუდიო სისტემა და პარკირების სენსორების კომპლექტი აქვს.