in

2017 წლის Audi TT-ს განახლებული მოდელი

2017 წლის Audi TT-მ განახლებების მთელი რიგი გამოაქვეყნა. აქედან ყველაზე შთამბეჭდავია VR6 ტურბო დამუხტვა, რომელიც 2017 წლის მოდელს წარმოუდგენლად სწრაფად ხდის.

Audi TT-მ წლების განმავლობაში მოიპოვა უამრავი თაყვანისმცემელი. ამის მიზეზი მისი კონცეპტუალური სტილი და კარგი შესრულებაა. ერთადერთი, რაც მას აკლდა, იყო საკმარისი სიმძლავრე და იმის ნაცვლად, რომ მწარმოებელმა დრო და ფული დახარჯოს ამ მანქანის ორიგინალური 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავიანი ოთხცილინდრიანი ელექტროსადგურის განახლებაზე, მათ ჩაანაცვლეს იგი უფრო დიდი ტურბოძრავით – 3.6-ლიტრიანი VR6-ით, რომელიც აწყობილია R-Performance-ისა და AW-Racing-ის მიერ და უზომოდ კარგ შედეგს იძლევა.

განახლების მეშვეობით მოდელს 740 ცხენის ძალა გამოუმუშავდება. მფლობელები, რომლებმაც უკვე დატესტეს ავტომობილი, ამბობენ, რომ შეცვლილი Audi TT 3 წამის დიაპაზონში კრეფს 65 კმ/სთ სიჩქარეს; რომ მას აქვს ექვსდგუშიანი კალიბრის მქონე სამუხრუჭე სისტემა და 334 მმ ვენტილირებადი დისკები.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მოდელს მხოლოდ ტექნიკური განახლებები არ ახასიათებს. მას აქვს სრული TT RS კორპუსის ნაკრები, დიდი უკანა ფრთით, Rieger-ის დიფუზორით, წინა და გვერდითი კალთებით, რომელიც მისთვის Maxton Design-მა დაამზადა. მანქანა მოძრაობს 19×8,5-დუიმიანი Motec Ultralight ბორბლების კომპლექტზე, რომელიც შეფუთულია Pirelli-ს რეზინით.

პაკეტი, რომელიც განახლებული მოდელისგან შეიკრა, ნამდვილად შთამბეჭდავია. Audi-ს ამ ლეგენდარული მოდელის მოყვარულებს ისღა დარჩენიათ, თავად გამოცადონ ის.

„ხელოვნება აზროვნების ფორმაა“ — ნიკა ხაბელაშვილის შემოქმედება

Absolut Vodka-მ ქაღალდის ბოთლები გამოუშვა