in

Audi-მ თვითმართვადი მანქანების გამოშვება 2030 წლისთვის გადადო

როგორც ბოლო სიახლეები იუწყება, Volkswagen Group სავარაუდოდ გააუქმებს პროექტ Artemis-ს, Audi-ს თვითმართვად პროექტს, რათა ჯგუფმა ფოკუსირება მოახდინოს სხვა პროგრამულ განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ Volkswagen-ს სჯერა თვითმართვადი მანქანების მომავლის, მეტიც, ის ფიქრობს, რომ 2030 წლისთვის წამყვანი ხაზი სწორედ ეს მიმართულება იქნება, თავად ამ ტექნოლოგიას მხოლოდ ათწლეულის მეორე ნახევარში დანერგავს. როგორც ჩანს, Volkswagen Group-ს გადაწყვეტილი აქვს, განავითაროს თვითმართვადი მანქანები და კონკურენცია გაუწიოს Tesla-ს.

2020 წელს გამოცხადებული Artemis-ის პროექტი შეიქმნა იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ „არაბიუროკრატიულად“ შეეძლო Audi-ს ახალი ელექტრომობილის გამოტანა ბაზარზე, რაც ასევე გვიხატავდა იმ საგზაო რუკას, რომელსაც Volkswagen ჯგუფი უნდა მიჰყვეს პროცესში. მას შემდეგ ის ჩამოყალიბდა ჯგუფის ავტონომიური ტექნოლოგიების ლიდერად.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ახალი გეგმა ჯგუფის 1.1 და 1.2 პროგრამული პლატფორმების განვითარებას განაგრძობს და ამ უკანასკნელს დაერქმევა “Software Premium”. გერმანული ბიზნეს გაზეთის Handelsblatt-ის თანახმად, 1.2 პლატფორმა Audi-სა და Porsche-სთვის იქმნება, 1.1-ს კი მასობრივი ბაზრის ბრენდები გამოიყენებენ.

ელექტრო მანქანებმა ბოლო დროს დიდი გზა გაიარეს და დაიხვეწნენ – ამის მაგალითად ფანტასტიკური Audi RS e-tron GT-იც გამოდგება, თუმცა რაც შეეხება სრულად ავტომატიზებულ, თვითმართვად მანქანებს, ისინი არ არიან ისე ახლოს, როგორც ავტომწარმოებლები თავდაპირველად იმედოვნებდნენ.

სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის განახლებულ პროგრამაზე მიღება გრძელდება

Henry’s Kitchen-მა საახალწლო აქცია დაიწყო!