in

Audi urbansphere – გიგანტური MVP, რომელიც ჩინეთისთვის შეიქმნა

2021 წელს აუდიმ skysphere და grandsphere კონცეფციები წარმოადგინა და მაშინვე გამოაცხადა, რომ ამ სტილის მესამე კონცეფციასაც შეიმუშავებდა, რომლის სახელწოდებაც ურბანსფერო იქნებოდა. მას შემდეგ ყველა ელოდა ამ ფუტურისტული შესაძლებლობების მქონე, პატარა ქალაქის მანქანის კონცეფციას, რომელიც ბრენდმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა.

თავად Audi ამბობს, რომ ეს არის ყველაზე დიდი მანქანის კონცეფცია, რომელიც მას ოდესმე შეუქმნია. ის შექმნილია „ჩინური მეგაპოლისების“ გათვალისწინებით და არის Audi-ს სტუდიისა და ინგოლშტადტის შტაბ-ბინის თანამშრომლობის შედეგი. Audi ამბობს, რომ ის „აჩვენებს თავის ხედვას ხვალინდელი დღის პრემიუმ მობილურობის შესახებ“ და რომ  urbansphere „სისტემურად არის შექმნილი შიგნიდან და გარედან“.

urbansphere 5,5 მ სიგრძისა, 2,01 მ სიგანისა და თითქმის 1,8 მ სიმაღლისაა. მანქანას აქვს დიდი მინები, დახვეწილი ზედაპირი და ზოგი ამბობს, რომ მომრგვალებულ A2-საც წააგავს. მას გათვალისწინებული აქვს 395 ცხენის ძალა და დატენვის სისწრაფე 270 კვტ-ით. 

რაც შეეხება ინტერიერს, მანქანის გაღებისას გხვდებათ ვირტუალური წითელი ხალიჩა. მანქანას აქვს პედლები, რომლებიც იკეცება და დიდი ეკრანი. აქვე ნახავთ უზამაზარ სავარძლებს, რომლებიც იხსნება და იკეცება, გამჭვირვალე OLED კინოს ეკრანს და ძალიან დიდ სივრცეს მგზავრებისთვის. სალონის დიდი ნაწილი ბამბუკის ქსოვილითაა დამზადებული. უკანა სავარძლებს შორის წყლის დისპენსერია მოთავსებული.

კიდევ ერთი შესაძლებლობა, რასაც მანქანა მგზავს აძლევს, არის ხმის ანალიზის სისტემა, რომელიც განსაზღრავს სტრესს. თუ დაძაბული საუბრობთ, მანქანა მედიტაციურ, დამამშვიდებელ ხმებს გამოსცემს დინამიკებიდან.

მზიურში კინოჩვენებები გრძელდება!

MIT-ის მკვლევრებმა ფურცელივით თხელი დინამიკი შექმნეს