in

Audi-მ განახლებული დიზაინ სტილი წარადგინა

შეიცვალა ბრენდის სხვა კომპონენტებიც

Audi-მ, საზოგადოებას, განახლებული დიზაინ სტილი წარუდგინა, სადაც მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა Variable fonts-ს (ცვალებად ფონტებს), იგივე flexible typography-ს. ანუ ამ ცვლილებით, ბრენდს, ყველა განსხვავებულ შემთხვევაზე, ისე შეუძლია დიზაინის მორგება, რომ მაქსიმალურად აღქმადი იქნება.  

„ეს flexibility ეხება ლოგოსაც, რომელიც შტრიხის სისქის მიხედვით, სხვადასხვა სიტუაციაში, შეიძლება, შეიცვალოს. თუმცა, ფორმების კუთხით, ახალი რამ ნაკლებადაა. პირიქით, როცა ცდილობენ ბრენდის ვიზუალური ნაწილის განახლებას, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, მიდიან კიდევ უფრო უკან წარსულში და იქიდან იღებენ კარგ მაგალითებს“, – გვითხრა კომუნიკაციის დიზაინერმა აკაკი რაზმაძემ, როცა ამ სიახლის შეფასება ვთხოვეთ. 

კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ საქმე, იმ შესაძლებლობებზეც გეტყვით, რასაც ბრენდებს Variable ფონტები და ლოგოები აძლევს.

„ასეთ დროს შესაძლებელია შრიფტის წონები (შტრიხის სისქის მიხედვით განსხვავება) ვცვალოთ მარტივად და იმის მიხედვით დავაყენოთ, თუ რა საჭიროების წინაშე ვართ. მაგალითად, მანქანის მონიტორზე შედარებით სქელი შტრიხები გვხვდება, რომ მარტივი აღსაქმელი იყოს მძღოლისთვის. პოსტერებზე, სადაც დიდი ზომის სათაურებია, შესაძლებელია Ultra Light ან Bold წონების გამოყენებაც, ესეც ხასიათის მიხედვით. დიზაინერი არჩევანს აკეთებს, როგორც სტილის ისე პრაქტიკულობის გათვალისწინებით. შესაბამისად, შესაძლებლობები უსაზღვროა ამ დროს. იგივე ეხება ლოგოსაც, როცა ლოგოც შრიფტის მსგავსად Variable არის“, – ამბობს აკაკი რაზმაძე. 

Audi-ს განახლებული დიზაინ სტილი გერმანელმა ტიპოგრაფმა და დიზაინერმა ერიკ შპიკერმანმაც შეაფასა. აღნიშნა, რომ რეალურად, ეს 1990-იანებში, „აუდისთვის“ მის  სტუდიაში შექმნილი ნამუშევრების კარგი განახლებაა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. Audi-მ ბრენდის „გაიდლაინებიც“ გამოაქვეყნა, სადაც თითოეული პუნქტი დეტალურადაა აღწერილი და განმარტებული. 

„ეს ახალი სტანდარტია.ზოგიერთი ბრენდი თავის „გაიდლაინებს“ არ აქვეყნებს და ეს ცოტა, გაუგებარია. აქ ძალიან კარგად არის აღწერილი ყველა დეტალი, თემების მიხედვით არის განხილული. თუ ამ „გაიდლაინს“ ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ რეალურად ყველაფერზე აქვს ბრენდს ნაფიქრი, ფაქტობრივად რებრენდინგია, დიზაინით დაწყებული კომუნიკაციით დამთავრებული ყველაფერი განახლებულია“, – ამბობს აკაკი რაზმაძე. 

პრინტების სერია: როცა მთელი ოჯახი მხოლოდ შენ ხარ, ანუ პურის ოპტიმალური რაოდენობა ერთისთვის

„რთული და ეკლიანი გზა გამოვიარეთ“ – Cosmo-ს #შეცდომები