გიფუჭდებათ ავტომობილი და მიგყავთ გასაკეთებლად, სავარაუდოდ თვითმარქვია ხელოსანი გხვდებათ, ავტომობილს აკეთებენ და ცოტა ხანში ისევ ფუჭდება. ეს ყველაფერი კი ერთ ჩაკეტილ წრეს “სახლი-სახელოსნოს” ემსგავსება.
აუდიმ, თავის სარეკლამო კამპანია სწორედ ამ პრობლემაზე ააგო. ვიდეო რგოლში “ზომბი-ხელოსნების” არმია აუდის დასაშლელად დასდევს, ავტომობილი თავს აუდის ოფიციალურ სერვის ცენტრს აფარებს.
კამპანიის სლოგანია “არ მისცე შენს აუდის უფლება ცუდ ხელში აღმოჩნდეს” და ეს ყველა მძღოლს ეხება, არა აქვს მნიშვნელობა გაქვთ აუდი თუ რა.
https://youtu.be/yfwT7Vcyylg










