in

ნახეთ: Audi X Travel Companion – ამფიბიური მანქანა, ხმელეთისა და წყლის თავგადასავლებისთვის

მისი გადაადგილება ნებისმიერი სახის ზედაპირზეა შესაძლებელი

ალბათ, ადამიანების უმეტესობა ოცნებობს ისეთ მანქანაზე, რომელიც ჩვენს თავგადასავლებს ხმელეთსა თუ წყალში თანაბრად მიჰყვება. თუმცა ასეთი ამფიბიური მანქანა, პრაქტიკულ ასპექტში, ბევრისათვის ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა და ცოტათი გადამეტებული იყო. ახლა კი მას რეალობად აქცევს ანდრეი ზახარი, თავისი Audi X Travel Companion-ის სამომავლო კონცეფციის დიზაინით.

მანქანა შთაგონებულია მძიმე პირობებში მუშაობისათვის განკუთვნილი მანქანით, ელექტრო Tesla Cybertruck-ით და ამბიციური მთვარის როვერებით.

ამფიბიური მანქანის იდეა გვპირდება, რომ მას შეუძლია, სწრაფად გადაადგილდეს ნებისმიერ რელიეფზე (იქნება ეს წყალი, გზა, ქვიშა თუ თოვლი), ნებისმიერ ამინდის პირობებში. სწორედ ამიტომ, ეს იდეალური არჩევანია მოგზაურებისთვის, რომლებსაც საინტერესო ადგილების აღმოსაჩენად კომპაქტური მანქანა სჭირდებათ.

ბუგატის ელექტრომადუღარა, რომელიც იდეალურ ჩაის დაგიმზადებთ

ამერიკული Pomona-ს ორგანული ფხვნილების შეფუთვის დიზაინი – Kollektiv-ის ნამუშევარი