A4 Avant-ის მოდელი, რომელიც “აუდის” ეკუთვნის, ჯერჯერობით პროტოტიპის სახით გამოჩნდა ფურგონის სტილში, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი სედანის ტესტერებიც მალე გამოვა.
ეს A4 პირველი არ არის, ის ჯერ 2017 წელს გამოუშვეს, 2020 წლისთვის განაახლეს, დღეს კი მისი პროტოტიპის ნახვა შეგვიძლია, რომელსაც საბოლოოდ 2024 წლისთვის უნდა ველოდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დებიუტი 2023 წლის დასაწყისში იქნება. განსხვავებით წინა მოდელისგან, ახალი უფრო სპორტული დიზაინითაა განსაზღვრული. უკანა ფარები, მანქანის სახურავის დახრილობა და სხვა ყველა დეტალი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ პროტოტიპით, უფრო დახვეწილ თანამედროვე ავტომობილს უნდა ველოდოთ.
სალონში, სავარაუდოდ, იქნება სპეციალური პანელი, რომელიც მოიცავს როგორც საჭირო ხელსაწყოების კომპლექტს, ისე საინფორმაციო-გასართობ სისტემებს. ასევე შემოთავაზებულ უნდა იქნას ახალი დისფლეი პანელი, რომელსაც დამატებით ექნება აუგმენტური რეალობის ფუნქცია, მაგალითისთვის, ნავიგაციის სიმბოლოები.
ამასთან, სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ მოდელი იქნება ნახევრად ელეტრო, მსუბუქი ჰიბრიდული ტექნოლოგიით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ განახლებულ A4-ს დაემატება Audi Sport-ის მიერ შემუშავებული ელექტრიფიცირებული RS-ის წყვილი ვარიანტი, ერთი ბატარეით-ელექტრული და მეორე დანამატი ჰიბრიდი. წელს გამოდის Audi Q6, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ კომპანია აპირებს EV ჯგუფის პორტფოლიოს გამდიდრებას.
ასევე, ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე ამბობენ, რომ შეიძლება გამოვიდეს ახალი პროტოტიპის დიზელის ძრავებიც, იმ ბაზრებისთვის, სადაც საწვავი ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარულია.
Audi-მ დაადასტურა, რომ ელექტრომობილებს სრულად მხოლოდ 2026 წლიდან წარადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება ბოლო A4 თაობა შიდაწვის ძრავებით.