in

Audi-მ ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი დამატებითი რეალობის ეკრანი წარადგინა!

ის უფრო ფართო ხედვის არეალს და ზუსტ, დახვეწილ ანიმაციებს გვთავაზობს

veon
veon

Audi-მ ახალი ელექტრო მანქანა (EV) Q4 E-Tron-ის ინტერიერი წარადგინა, რომელიც ძირითადად სპორტული უნივერსალის (SUV) ხარისხს ემსახურება და რამდენიმე ახალი ტექნოლოგიით გამოირჩევა.

ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც დებიუტის ნაწილად იქცა, მძღოლებისთვის განკუთვნილი დამატებითი რეალობის (AR) ეკრანია. ის უფრო ფართო ხედვის არეალს და ზუსტ, დახვეწილ ანიმაციებს გვთავაზობს. მაგალითად, კომპანიამ ასეთ ეკრანებში გამოიყენა ანიმაცია, რომელიც მანქანის სიჩქარის კონტროლის გამოყენებას მეთვალყურეობს.

“აუდის” თქმით, ეს ახალი AR სისტემა 1000-ზე მეტ “სიგნალს” იღებს სენსორებისგან, იმის გასარკვევად, თუ სად უნდა განთავსდეს AR ელემენტები და მათი მუშობა მაშინაც კი შენარჩუნდეს, როდესაც მანქანა უსწორმასწორო ზედაპირზე იმოძრავებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სრულყოფილია კომპანიის ჩანაფიქრი. მან წარდგენისას AR ეკრანის მხოლოდ რამდენიმე იმიტირებული ანიმაცია აჩვენა. როგორც Audi აანონსებს, Q4 E-Tron-ს საბოლოო სახით აპრილში ვიხილავთ და დამატებითი რეალობის ყველა მახასიათებლის მუშაობაც სწორედ მაშინ გახდება ცნობილი.

გარდა, დამატებითი რეალობის ეკრანისა, საინტერესოა Q4 E-Tron-ის ახალი საჭეც, რომელშიც ფიზიკურ ღილაკებს სენსორული ანაცვლებს. მას აქვს ერთგვარი ტაქტილური შეგრძნება, რაც ღილაკის სიმულაციის შეგრძნებას ბადებს. მიუხედავად ამისა, “აუდის” ახალ მოდელში მაინც შეხვდებით მრავალ სხვა ღილაკს, რაც ზოგადად ნაკლებად ახასიათებს ელექტრო მანქანებს.

Q4 E-Tron მესამეა Audi-ის ელექტრომობილებს შორის, მაგრამ ის იქნება პირველი, რომელიც “მშობელი” კომპანია Volkswagen-ის მოდულური “MEB” პლატფორმით იკვებება.

გარდა ინტერიერისა, Audi-მ ასევე წარადგინა ახალი მანქანის კამუფლირებული ექსტერიერიც. ის 460.248 სმ სიგრძის,185.928 სმ სიგანის და 161.544 სმ სიმაღლის იქნება, რაც კომპანიის თქმით, მას უფრო კომპაქტური ჯიპის სეგმენტში აყენებს. პრაქტიკული თვალსაზრისით რომ წარმოვიდგინოთ, მისი ზომები სულ ცოტათი მცირეა ორიგინალი E-Tron და Tesla Model Y-სთან მიმართებით.

მთლიანობაში, Audi-მ 2020 წელს დაახლოებით 47 000 ელექტრი მანქანა – E-Tron SUV და E-Tron Sportback გაყიდა, რაც კომპანიის გაყიდვების თითქმის 3%-ს შეადგენს. Q4 E-Tron-ის გაყიდვების მოსალოდნელი შედეგები კი ამ სტატისტიკის წარმატებულ გაგრძელებად იქცევა.

ნახეთ: ბენქსის ნამუშევარი დაწვეს!

ACAG-მა ქალების გაძლიერების თემაზე ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა