Audi დიდ ყურადღებას უთმობს თავისი მოდელების საინფორმაციო-გასართობ სისტემას და სპეციალურად ჩაშენებულ აპლიკაციას პერიოდულად განახლებებს ამატებს. ერთ-ერთი ასეთი განახლებაა YouTube, რომელიც ბრენდმა შერჩეულ მოდელებში დაამატა. ეს მოდელებია: Audi A4, A5, Q5, A6, A7, A8, Q8 e-tron და e-tron GT. ამ მანქანებს მესამე თაობის საინფორმაციო-გასართობი სისტემა აქვთ (MIB 3) და მათ მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ ვიდეო ნაკრების აპი ჩამოტვირთონ. YouTube არის მესამე მხარის უახლესი აპი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა Audi-ს მულტიმედიური ინტერფეისის (MMI) მეშვეობით, სისტემის, რომელიც მარტში გამოვიდა.
Audi არის პირველი ბრენდი Volkswagen Group-ში, რომელმაც დანერგა ისეთი ტექნოლოგია, როგორიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს პირდაპირ ჩამოტვირთონ და მიიღონ წვდომა მესამე მხარის აპებზე MMI-ის მეშვეობით, სმარტფონის საჭიროების გარეშე. ის მალე გავრცელდება VW ჯგუფის სხვა ბრენდებშიც.
გარდა YouTube-ისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ მუსიკალური ან ახალი ამბების აპლიკაციებიც. გასული წლის მარტიდან Audi-ს აპლიკაციების მაღაზიაში გამოჩნდა Amazon Music და Spotify. ამ მაღაზიასთან წვდომა სპეციალური MMI ვიჯეტის საშუალებით არის ხელმისაწვდომი. ახლად ჩამოტვირთული აპლიკაციები შეუფერხებლად ემატება სენსორული ეკრანის ინტერფეისს და მის ხატულაზე ხელის შეხებით აქტიურდება.
YouTube-ის დამატება Audi-ის ავტომობილების მფლობელებს საშუალებას აძლევს, უყურონ ვიდეოებს მაშინ, როცა დასამუხტად აჩერებენ მანქანას, როცა დიდ გზაზე ცოტა ხნით ჩერდებიან შესასვენებლად ან როცა მგზავრს ელოდებიან. გერმანული ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ აპლიკაცია მუშაობს ისე, როგორც სმარტფონზე. აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბრენდის მხრიდან მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნათელი მაგალითია – YouTube-ის საშუალებით ვიდეოების დაკვრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მანქანა გაჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლს მოძრაობის დროს ყურადღება არ გაეფანტება.
მსოფლიო ბრენდებიდან მსგავსი ფუნქციონალი გამოყენებული აქვს Mercedes-Benz-ს, რომელმაც ახალი საბორტო გართობის უზრუნველსაყოფად მსგავსი მიდგომა გამოიყენა. ის აერთიანებს აპებს, როგორებიცაა Angry Birds დაTikTok. აპლიკაციების ჩამოტვირთვა შესაძლებელია Mercedes Me-ში, ავტომწარმოებლის სპეციალური აპლიკაციების მაღაზიაში.