27
Jul
2017

Audio Guide Georgia – სამ ენოვანი პერსონალური აუდიო გიდი ტურისტებისთვის, საქართველოში

27 Jul 2017

Startauperi
Startauperi


Audio Guide Georgia არის აპლიკაცია ტურისტებისთვის, რომელიც რამდენიმე დღეა, ჩაეშვა და მასში თავმოყრილია ინფორმაცია ტურების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს ისტორიულ ღირშესანიშნაობებზე აუდიო გიდის მოსმენა. ტურისტი აპლიკაციას იწერს, შემდეგ კი ინტერენეტის გარეშე, „ოფლაინ“ რუკებითა და GPS სისტემით სარგებლობს აპლიკაციის აუდიო მასალით. Audio Guide Georgia ხელმისწავდომია iOS-ისა და Android-ის ოპერაციული სისტემებისთვის ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. რაც შეეხება ავტორს, აპლიკაციის იდეა ეკუთვნის გრაფიკულ და ვებ-დიზაინერ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელიც მარკეტერს ესაუბრა Audio Guide Georgia-ს მიზანზე, აპლიკაციით სარგებლობის ღირებულებასა და ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომ ტურებზე:

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=ySJ25KvQMvI[/embedyt]

M: როდის და როგორ შეიქმნა Audio Guide Georgia?
Audio Guide Georgia- იდეა, დაახლოებით, 2 წლის წინ გამიჩნდა, როცა მივხდი, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა იმატებდა, თუმცა ამ ნაკადიდან ბევრს არ ჰქონდა პირადი გიდის დაქირავების საშუალება, რის გამოც ტურისტები ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდნენ. ჩემი პროფესიის ხაზის გავლით შევეცადე, მომეძიებინა და საქართელოსთვის მომერგო მსოფლიოში აპრობირებული აუდიო გიდის მეთოდი, შესაბამისად, დავხვეწე იდეა, მოვამზადე დიზიანი და ბიზნეს გეგმა, რომელიც გახდა სატარტაპ საქართველოს გამარჯვებული. ამ წლის იანვრიდან დავიწყე პროექტის განხორციელება, ავიყვანე თანამშრომლები და შეიძლება ითქვას, რომ 7 თვის თავზე, განხორციელებული პროექტი მზად არის და იყიდება.M: რა არის აპლიკაციის მიზანი?
ჩვენი ძირითადი მიზანი იყო საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტებისათვის მიგვეწოდებინა გადამოწმებული, ხარისხიანი ინფორმაცია საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ, რათა მათ უკეთესად შეიცნონ ჩვენი კულტურა, ხელოვნება და ისტორია. ამისათვის ძალიან პრაქტიკული და ინოვაციური გზა ამოვირჩიეთ. ჩვენი აპლიკაცია ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებასაც.

M: რას შეადგენს აპლიკაციით სარგებლობის ღირებულება?
აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა და გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომია უფასოდ: აუდიო მასალა ზოგიერთ ღირშესანიშნაობაზე, რუკები, რჩეული გასართობი და საკვები ადგილების სია. ხოლო სრული აუდიო ტურები კი ფასიანია. M: ამ ეტაპისთვის რომელი ტურებია ხელმისაწვდომი აპლიკაციაში და ვინ არის ტურების ავტორი?
ამ ეტაპზე აპლიკაციაში არის 5 ტური, ესენია: თბილისის ცენტრალური ტური, ბათუმის ძველი და თანამედროვე ქალაქის ტურები, ასევე მესტიისა და უშგულის ტური.  მომდევნო 2 თვეში ეტაპობრივად დაემატება კიდევ 5: ძველი თბილისის, ქუთაისისა და კახეთის რეგიონის 2 ტური. ადგილები შევარჩიეთ მათი პოპულარობის მიხედვით. ინფორმაცია, ძირითადად, წიგნებიდან და სხვადასხვა ტიპის მასალებიდან არის კომპილირებული, ტურების ავტორი გახლავთთამარ ამაშუკელიხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი, ტელეწამყვანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი.

განხილვა