in

რა ხდის Audi-ს მანქანებს განსაკუთრებულს? – ახალი პროექტის ფარგლებში, ბრენდი ამის გარკვევას ეცდება

Audi ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მისი მომავალი ელექტრო და თვითმართვადი მანქანები ისეთი იყოს, როგორიც ამ ბრენდს შეეფერება. ელექტრო მანქანები დომინირებას აგრძელებს და Audi-ც სწორედ ამ გეზს მიჰყვება.

ზოგადად, ელექტრომობილები უფრო სწრაფია, უფრო მძლავრი და აქვს ნულოვანი გამონაბოლქვი. თუმცა ყველა ამ უპირატესობის მისაღწევად, რაღაცის დათმობა გახდა საჭირო. სიჩქარეში გადართვის შეგრძნებები, ბენზინის ძრავის ვიბრაცია, რომელიც მძღოლებს ხიბლავდა და სხვა.

ახლახან „აუდიმ” წამოიწყო პროექტი DNA, რომლის მიზანიცაა, გაარკვიოს, თუ რომელი მისი მანქანებია ლიდერ პოზიციებზე, რა არის ის, რაც მანქანას თავს ნამდვილ AUDI-დ აგრძნობინებს. წარსულში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო ადვილი იყო, როდესაც Audi იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ბრენდიდან, რომელიც ფართოდ იყენებდა ყველა წამყვან სისტემას და მისი ხუთცილინდრიანი ძრავებიც ძალიან გამორჩეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე Audi RS3 კვლავ კვალიფიცირდება როგორც „სწორი” Audi, ელექტრიფიკაცია და ავტონომიური ტექნოლოგიები ცვლის ამას.

არსებობს მონეტის მეორე მხარეც. მაგალითად, ამჟამინდელი RS5 ისეთივეა, როგორიც ნამდვილი აუდი, თუმცა ამაში ახლა პოზიტიური გაგება არ უნდა ვიგულისხმოთ, რადგან ის ოდნავ ჩამორჩენილია კონკურენტებს. ასე რომ, Audi-მ ჯერ უნდა გაარკვიოს რომელი მახასიათებლების შენარჩუნება ღირს და რომლის არა.

ბრენდი აქტიურად მუშაობს მანქანის ყველა ძირითად კომპონენტსა თუ დეტალზე. იქნება ეს საჭე, მანევრირება მოსახვევებში, უსაფრთხოება, დიზაინი და აეროდინამიკა. ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაშინაც კი, როცა თვითმართვადი აუდი იქნება წარმოდგენილი, მისი ნიშური მახასიათებლები უცვლელი დარჩება.

ცხადია, რომ ბევრი ავტომწარმოებელი ჩქარობდა თავისი პირველი თაობის ელექტრომობილების გამოშვებას ისე, რომ არ განუხილავს, თუ როგორ შეიცვლებოდა მათი მანქანები ბენზინის ძრავის დაკარგვისას. მაგალითად, Dodge-ის ელექტრომანქანას მოჰყვება სისტემა, რომელიც გამონაბოლქვის სიმულაციას აკეთებს, თუმცა მომხმარებლებმა მისი ხმა მტვერსასრუტის ხმაურს შეადარეს.

ელექტრომობილები მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის ინჟინრებს და ავტოექსპერტები თუ კრიტიკოსები არ მოელიან იმას, რომ ის ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ბენზინზე ან გაზზე მომუშავე მანქანა, თუმცა Audi-ს ახალი პროექტი არის ინიციატივა, რომელიც გვაიმედებს, რომ სრულად ელექტრიფიკაცია დადებითი იქნება ჩვენთვის და ამ ეპოქაში შესვლისას მომხმარებლები თავს უცხოდ არ ვიგრძნობთ.

ანტარქტიდაზე მილიონი წლის დნმ აღმოაჩინეს!

ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება