in

Audi-ს ინტერაქციული კონცეფცია მომხმარებლისთვის

სრულიად ახალი, მიმზიდველი და პროგრესული შოურუმის არქიტექტურით, ინტერაქციული ციფრული ელემენტებითა და თანამშრომლებით Audi-ს მიზანია, გამოიწვიოს საზოგადოების ენთუზიაზმი ახალი ტექნოლოგიების მიმართ. Audi Progressive Retail-ის კონცეფცია აძლევს მომხმარებელს სივრცეს, სადაც Audi-ს პროდუქტები და Audi ბრენდი ემოციურად და ინდივიდუალურად შეუძლიათ, შეიგრძნონ. 

ტრადიციული დახლის ნაცვლად მომხმარებლებს Audi Progressive Showroom-ის თანამშრომლები დიდ, მისასალმებელ მაგიდასთან ხვდებიან. შენობაში ყველგან არის ინტეგრირებული სატელეფონ ჯიხურები. მაღალი ხარისხის ავეჯი და ატმოსფერული განათება კი მისი დათვალიერების გამოცდილებას უფრო საინტერესოს ხდის. 

კონცეფციის პრემიერა მიმდინარეობს ახლად გახსნილ საპილოტე ქარხანაში მორუმბიში, სან პაულოს რაიონში, ბრაზილია. 2023 წლის დასაწყისიდან მოდულური, პროგრესული შოურუმები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახალ შენობებსა და გარემონტებულ დაწესებულებებში გავრცელდება. Audi-ს მიზანია, გახადოს პროდუქტები და ბრენდი უფრო ემოციური.

Audi-მ სხვადასხვა ელემენტი განსაზღვრა ახალი შოურუმებისთვის, მათ შორის სცენა ავტომობილის პრეზენტაციისთვის და დარბაზი მომხმარებლებთან კონსულტაციებისთვის. ციფრული შეხების წერტილებში მომხმარებელს შეუძლია გაარკვიოს, თუ რას სთავაზობს Audi-ს ეკოსისტემა, რაც სცილდება მართვის გამოცდილებას. ასევე, რომელი ტექნოლოგიები გამოარჩევს Audi კონკურენტებისგან – ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბრენდის მოდელების სულ უფრო მეტად გადაქცევას პერსონალურ „გამოცდილების მოწყობილობად“. ისეთი ხელსაწყოებით, როგორიცაა 3D დისტანციური კონსულტაცია, პერსონალიზებული სატრანსპორტო გამოცდილება და ციფრული შეხების წერტილები, მომხმარებლებს, რომლებიც დღეს სტუმრობენ Audi-ს პარტნიორებს, უკვე შეუძლიათ მიიღონ ჰოლისტიკური, ციფრული მომხმარებლის მოგზაურობის მაგალითები.

შოურუმებში თავად თანამშრომლები წარმოადგენენ ახალი კონცეფციის ძირითად კომპონენტს. Audi Retail Experience პერსონალის კონცეფცია, რომელიც გამოიყენება 2016 წლიდან, ვითარდება მომხმარებელთა ცვალებად საჭიროებების შესაბამისად. როგორც პროდუქტის სპეციალისტები, „აუდის ექსპერტები“ ახლა იძენენ ახალ უნარებს, რათა გააჩინონ ვნება ტექნოლოგიისა და ბრენდის მიმართ, მაგალითად, მომხმარებლებს აწვდიან ინფორმაციას ელექტრონულ მობილურობასთან დაკავშირებულ სერვისებზე. ამ გზით, Audi-ის თითოეული ექსპერტი უზრუნველყოფს კლიენტებს, რომ ისარგებლონ ინდივიდუალური სავაჭრო გამოცდილებით, რაც მათ სხვებზე წინ აყენებს.

“Make Instagram Instagram Again” — რა არ მოსწონთ კონტენტის შემქმნელებს?

რას უწოდებს Snickers ფეხბურთის „სრულ გულშემატკივრობას“?