in

Audi-ს მომავალ ელექტრომობილებს მართვისა და დატენისას ჰაერის გაწმენდა შეეძლებათ

მსოფლიო ელექტრომანქანების შექმნისკენ მიისწრაფვის, რათა შეამციროს გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედება გარემოზე. ზოგიერთს ჰგონია, რომ ელექტრომობილები ჰაერს საერთოდ არ აბინძურებს და ეს ტერმინი უკვე თავის თავშივე გარემოს დაცვას მოიცავს, თუმცა ეს ასე არ არის. ზოგიერთი ელექტრომობილი უფრო მეტადაც კი აბინძურებს ჰაერს, ვიდრე საწვავზე მომუშავე მანქანები. ამიტომ ავტომწარმოებლებს ჭკვიანური გადაწყვეტები და ახალი გზების მოფიქრება სჭირდებათ, რათა ჩვენი პლანეტა უფრო სტუმართმოყვარე გახდეს მომავალი თაობებისთვის.

ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მანქანების შემთხვევაშიც კი, სამუხრუჭე მტვერი და საბურავების რეზინის ნაწილაკები ატმოსფეროს აბინძურებენ. წლების განმავლობაში ავტოინდუსტრიამ არაერთი კონცეფცია წარმოადგინა, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, მაგრამ ჯერჯერობით ამ იდეების უმეტესობა არაპრაქტიკული იყო.

ახლახან გამოვიდა Audi-ს კონცეფცია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ათწლეულობით ლოდინი არ იქნება საჭირო ამ მიზნების მისაღწევად. 

ნაწილების მიმწოდებელ Mann + Hummel-თან შემუშავებული ახალი საპილოტე პროექტის მეშვეობით, Audi შეიმუშავებს ახალ ფილტრს ელექტრო მანქანებისთვის, როგორიცაა e-tron GT. ფილტრი მუშაობს ისევე, როგორც სტაციონარული ჰაერის ფილტრაციის სისტემები სახლებში, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ფილტრი დამონტაჟდება მანქანის წინა მხარეს, მას შეუძლია შეაგროვოს პაწაწინა ნაწილაკები, რომლებიც გროვდება მგზავრობისას. 

Audi განმარტავს, რომ ფილტრი კონტროლდება გამაგრილებელი ჰაერის ჩამრთველით და ფუნქციონირებს ორ რეჟიმში. როდესაც მანქანა მოძრაობს, ეს სისტემა პასიურად ფილტრავს ჰაერს. როდესაც ის სტაციონარულია – მაგალითად, დატენისას – რადიატორის ვენტილატორი იწოვს მიმდებარე ჰაერს. ეს მოიხმარს მინიმალურ ენერგიას.

პროექტი საბოლოოდ 2024 წელს დასრულდება, თუმცა მიმდინარე ტესტირებებმა საუკეთესო შედეგები აჩვენა, მანქანამ ყველა ნაწილაკის სრულად გაფილტვრა შეძლო.

როგორ მოვიზიდოთ საუკეთესო ტექნიკური ნიჭის მქონე თანამშრომლები?

რითაა სასარგებლო მონაცემთა ვიზუალიზაცია?