in

ინდოეთის ქუჩებში AUDI-ს რიქშები გამოჩნდება

თუკი მოგზაურობას ინდოეთში გეგმავთ, ტაჯმაჰალამდე შეიძლება აუდის რიქშით მიხვიდეთ. ცნობილმა ავტომწარმოებელმა ინდოეთისთვის დამახასიათებელი ტრანსპორტის თავისებურ ვერსიაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

Audi-ს გულშემატკივრებმა ალბათ იციან, რომ ბრენდი დიდი ხანია ეკოსისტემაზე ზრუნავს და იმის გარდა, რომ შესანიშნავი Audi RS e-tron GT უკვე გამოშვებული ჰყავს, პირობას დებს, რომ 2026 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის. 

გერმანულ-ინდურ სტარტაპთან ერთად Nunam, აუდიმ გამოუშვა ელექტრო რიქშები, რომლებიც გამოიყენებს Audi e-tron-ის ბატარეებს. ამით პროექტს იმედი აქვს, რომ გამოიკვლევს მოდულების მეორეულ გამოყენებას. 

ელექტრო რიქშა, რომელიც ინდოეთის ქუჩებში 2023 წლიდან მოხვდება, აღნიშნული კვლევისთვის იდეალური კანდიდატია. კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებსაც დაბალი დიაპაზონი აქვთ, ეს ბატარეები ძალიან პერსპექტიულია. რიქშა მოკლე დისტანციებს ფარავს დაბალი სიჩქარით, ამიტომ არ არის საჭირო ენერგიის მაღალი დონე ხალხმრავალ ქუჩებში გადაადგილებისთვის. 

კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ინდოეთისთვის უცხო არ არის ბატარეით მომუშავე რიქშა, რადგან აქამდე ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა ტყვიის მჟავა ბატარეებით აღჭურვილი რიქშები, მაგრამ ეს გამოცდილება, რასაც აუდი სთავაზობს, ნამდვილად ახალი იქნება. 

TRA

აღსანიშნავია, რომ Nunam-მა უკვე წინასწარ დაგეგმა ბატარეების მესამეული გამოყენებაც. მას შემდეგ, რაც ისინი რიქშაზე მოძველდება, ის შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენონ, მაგალითად, LED განათებისთვის.

York Holding Group-ის კოლაბორაცია ზურაბ გომელაურთან

IAFC მოდის ინდუსტრიაში ცხოველთა ბეწვის შესამცირებლად მეტავერსს მიმართავს