გარდა იმისა, რომ Audi თავის მძღოლებზე ზრუნავს, ბრენდი ქვეითებსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროგრამა Audi Pre Sense, რომელიც კომპანიის ყველა ახალ ავტომობილს აუცილებელ ფუნქციად დაემატა. მისი საშუალებით ავტომობილის მძღოლი წინასწარ იგებს წინ შესაძლო დაბრკოლებისა თუ ქუჩაზე გადამსვლელი ადამიანის ყოფნის შესახებ და დროულად ახდენს რეაგირებას. ამ ყველაფრის საშუალებას სპეციალური რადარები და ტექნოლოგიურად განვითარებული უსაფრთხოების სისტემა იძლევა. ბრენდმა თავისი სიახლის რეკლამირებისთვის ქუჩებში გადასასვლელ ზებრებზე, თავისი კვალი დატოვა.
Audi-ს მაღალტექნოლოგიური სისტემა და ქვეითების უსაფრთხოებისთვის!
