მართალია, ჯამბაზები უმეტესად ძალიან სასაცილოები, პოზიტიურები და მხიარულები არიან, თუმცა, ამასთან მათი მოუხერხებლობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. სწორედ ეს მოუქნელობა აღმოჩნდა Audi-სთვის საინტერესო და მიმზიდველი, რაც შემდეგ ბრენდმა თავისი ახალი ავტომობილების რეკლამირებისთვის გამოიყენა. კომპანიამ სააგენტო BBH-ს მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ქალაქის ქუჩებში ბევრი ასეთი პოზიტიური, მოუხერხებელი კლოუნი გაუშვა და მათი დაუდევარ ქმედებებზე ყურადღების გამახვილებით ავტომობილების ყველა ის გაუმჯობესებული, ახალი ფუნქცია გამოამჟღავნა, რაც Audi-ს მფლობელს სხვა დაუდევარი მძღოლებისგან დაიცავს. სახალისო ვიდეომ აჩვენა კომპანიის ახალი ავტომობილების შესაძლებლობები, მათგან კი, ყველაზე მეტად, უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებული სისტემა, რომელიც იცავს, როგორც თავად მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევისგან, ქვეითსაც უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს.
https://www.youtube.com/watch?v=UWKdI6qMUNM