in

ახალი გეიმინგ კომპიუტერი იმდენად ბევრ ენერგიას მოიხმარს, რომ კალიფორნიაში აკრძალულია

აკრძალვა ახლად მიღებული კანონიდან გამომდინარეობს

Alienware, Dell-ის კუთვნილი კომპიუტერული თამაშების კომპანია ამჟამად ყიდის კომპიუტერებს, რომლებიც იმდენად მძლავრია, რომ რამდენიმა შტატმა აკრძალა მათი გამოყენება.

ახლად მიღებული კანონიდან გამომდინარე, რომელიც პერსონალური ელექტრონიკის მიერ გარკვეულ რაოდენობაზე მეტი სიმძლავრის მოხმარებას ზღუდავს, Alienware Aurora Ryzen Edition R10 ან R12 კალიფორნიასა და კიდევ რამდენიმე სხვა შტატში ლეგალურად ვეღარ გაიყიდება. თავის მხრივ, ეს ნათლად მიუთიტებს იმაზე, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ჩვენს გაჯეტებს კლიმატზე.

“ახალი კანონების თანახმად, ამ პროდუქტის მიწოდება ვერ მოხერხდება კალიფორნიაში, კოლორადოში, ჰავაიზე, ორეგონში, ვერმონტსა და ვაშინგტონში” – ნათქვამია Dell-ის ონლაინ მაღაზიის გვერდზე.

Dell-ის მონაცემების თანახმად, Aurora R12-ის შეკვეთა 1 000 ვატიანი კვების ბლოკით არის შესაძლებელი – ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, შედარების თვალსაზრისით, ასეთ კვებას სამომხმარებლო კონდიციონერები საჭიროებს. თუმცა დადებით მხარეს ის წარმოადგენს, რომ აღნიშნული კომპიუტერი 1 000 ვატ დენს მხოლოდ სრულ დატვირთვაზე, მძიმე დავალებების შესრულებისას მოიხმარს. ნაკლებად ინტენსიური ქმედებებისას კი გაცილებით ნაკლები რესურსია საჭირო.

ალბათ, ირონიულია ის ფაქტი, რომ ახალი კანონის თანმდევი შეზღუდვები, შესაძლოა, ენერგოინტენსიურ და ეკოლოგიურად მავნე კრიპტო მაინერებეს არ შეეხოს. ამ ეტაპზე გაუგებარია, მოიცავს თუ არა ახალი ენერგეტიკული შეზღუდვები პროფესიონალ მაინერებს, რადგან არ არის დაზუსტებული, რამდენად ითვლება ისინი პერსონალურ ელექტრონიკად.

Google-ის ახალი აპლიკაცია მონაცემების iPhone-დან ანდროიდზე გადატანაში დაგეხმარებათ

გაიგეთ, რა სიახლეს სთავაზობს “ალფა სახლი ნუცუბიძეზე” კოვიდვაქცინირებულ მომხმარებლებს