25
Mar
2019

კოსმოსში პირველი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება – რა ეღირება Aurora Station-ის ბილეთი

25 Mar 2019

რას იტყვით, შვებულების კოსმოსში გატარება რომ შეგეძლოთ? ეს არც ისე შორეული პერსპექტივაა, თუმცა, უფრო რეალურია მათთვის, ვისაც ასეთ ფუფუნებაში მილიონების გადახდა შეუძლია. BBC-ს ცნობით, ჯერ კიდევ 2018 წელს, კალიფორნიაში გამართულ კონფერენციაზე Space 2.0 გაირკვა, რომ Aurora Station ორბიტაზე მსოფლიოში პირველი სასტუმრო გახდებოდა. თუმცა, როდის?

Aurora Station-ის ორბიტაზე გაშვება 2022 წელს იგეგმება. ყველაზე იაფი ბილეთის ფასი ერთ პერსონაზე 9,5 მილიონი დოლარია.

Aurora Station-ის სტუმრები იცხოვრებენ საკმაოდ დიდი სივრცის მქონე ოთახში. კოსმოსურ სასტუმროში ისინი 12 დღეს დაყოფენ და ამ დროის განმავლობაში დედამიწის ხედებით დატკბებიან. ასევე, ორბიტიდან დააკვირდებიან ნებისმიერი მოგზაურისთვის სანატრელ ატმოსფერულ მოვლენას – ჩრდილოეთის ციალს და არამხოლოდ…

როგორც კომპანია Orion Span-ში ამბობენ, კოსმოსური სასტუმროს ყველა ნომერი, გახსნიდან 7 თვის განმავლობაში, უკვე დაჯავშნილია. გახსნამდე კი, დაახლოებით, 3 წელი დარჩა. როგორ გგონიათ, შეძლებთ 3 წელიწადში გახდეთ მილიონერი?

განხილვა