22
Mar
2019

ძალაუფლება გრძელი გზით მოდის – BMW

22 Mar 2019



BMW-მ რეკლამაში გადასაღებად პროფესიონალი ავრორა შტრაუსი მიიწვია. ვიდეორგოლი ოსკაროსანმა რეჟისორებმა რეიჩელ მაკდონალდმა და რეიჩელ მორისონმა გადაიღეს. BMW-ს ეს რეკლამა, ოფიციალურად, ქალთა საერთაშორისო დღეს გამოჩნდა.

რეკლამა ავრორა შტრაუსზე გვიამბობს. ოცი წლის პროფესიონალი მრბოლელი ორგანიზაციის “Girls With Drive” დამფუძნებელია. ავრორა მონაწილეობს რბოლაში Pirelli World Challenge 2019 და წარადგენს მოდელს BMW M4 GT4. ვიდეორგოლში გოგონა ჰყვება, თუ როგორ მოუხდა ჰარვარდში სწავლის მიტოვება შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.

“Girls With Drive” არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია დაეხმაროს ქალებს დაიმკვიდრონ თავი იმ სფეროებში, სადაც, როგორც წესი, მამაკაცები დომინირებენ. ამ სფეროთა რიცხვს მიეკუთვნება საავტომობილო ინდუსტრიაც.

განხილვა