in

40 წლის ლოგო, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო – Australian Made

40 წელი ნებისმიერი კრეატიული ნამუშევრისთვის ძალიან დიდი დროა, მით უმეტეს, ლოგოსთვის. ჩვეულებრივ, დიზაინერისთვისაც კი დიდი წარმატებაა, თუ მისი შექმნილი ლოგო, თუნდაც, ოთხი წლის შემდეგაც აქტუალურად დარჩება, რადგან ბრენდის ღირებულებები შეიძლება შეიცვალოს, კომპანიები გაიყოს ან გაერთიანდეს, გაყიდვების შემცირებას კი ხშირად რებრენდინგის მოთხოვნა მოჰყვება ხოლმე – მაშინაც კი, როცა პრობლემა თავად ლოგოში სულაც არ არის.

BOG
BOG

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. Australian Made-ის ლოგო უკვე 40 წელია ამ ტენდენციას ეწინააღმდეგება.

1986 წელს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ბობ ჰოუკის კამპანიის ფარგლებში შექმნილი მწვანე სამკუთხედი, რომელშიც სტილიზებული ოქროსფერი კენგურუა გამოსახული, თითქმის უცვლელად გამოიყენება. ოთხი წლის კი არა, ოთხი ათწლეულის შემდეგაც ის კვლავ ისეთივე ცნობადია და გავლენიანია.

ბოლო კვლევის მიხედვით, ავსტრალიელების 99% ლოგოს ცნობს, ხოლო მისი მომხმარებელთა ნდობის ინდექსი +82-ს შეადგენს, ეს კი მას ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო ბრენდად აქცევს.

დიზაინერებისთვის ეს ისტორია ორ საინტერესო კითხვას აჩენს: რა გააკეთეს პირველმა დიზაინერებმა სწორად და როგორ შეიძლება მსგავსი შედეგის მიღწევა?

დრო, როცა ბრიფიც კი არ არსებობდა

საინტერესოა, რომ ლოგოს შექმნისას დიზაინერს ტრადიციული ბრიფი საერთოდ არ ჰქონია. ცნობილ ავსტრალიელ დიზაინერს, კენ კატოს, მთავრობამ დავალებით მიმართა და მას ნამუშევრის შესაქმნელად ერთ კვირაზე ნაკლები დრო ჰქონდა.

ერთი შეხედვით, ეს დიზაინერისთვის საკმაოდ სტრესული პირობებია, თუმცა შედეგი დღემდე თავის სათქმელს ამბობს. Australian Made-ის ლოგო ამის კარგი მაგალითია. მწვანე სამკუთხედში გამოსახული კენგურუ არ საჭიროებს რთულ კონცეფციას ან რამდენიმეგვერდიან ახსნას. ის მარტივად და პირდაპირ ასოცირდება ავსტრალიასთან და ამ იდეას პირველივე შეხედვისას გადმოსცემს.

სწორედ ამ სიმარტივეშია დიზაინის მთავარი ძალაც. ლოგო არ ცდილობს იყოს განსაკუთრებულად მოდური, ტექნოლოგიური ან „ჭკვიანური“. ამიტომ არც დროის ცვლილებას ჩამორჩა და არც კონკრეტულ ეპოქასთან მიბმული ვიზუალური ტენდენციების ნაწილი გამხდარა.

რატომ გაუძლო ლოგომ 40 წელს

Australian Made-ის მაგალითი აჩვენებს, რომ კარგი ლოგოს სიცოცხლისუნარიანობისთვის ყოველთვის არ არის საჭირო მუდმივი განახლება. პირიქით – ზოგჯერ ზედმეტი ცვლილება უფრო დიდ პრობლემას ქმნის.

ლოგოს მინიმალისტური ფორმა და მარტივი იდეა მას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ეპოქაში თანაბრად აქტუალური დარჩეს. სწორედ ამიტომ, დღესაც შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, თითქოს ის გუშინ შეიქმნა.

ზოგჯერ საუკეთესო იდეა ყველაზე მარტივია

Australian Made-ის 40-წლიანი ისტორიის მთავარი გაკვეთილი შეიძლება სწორედ ეს იყოს: „ყველა კარგი იდეა თავიდან მოფიქრებას არ საჭიროებს”.

ზოგჯერ დიზაინის ამოცანა არა ახალი, რთული კონცეფციის გამოგონება, არამედ ყველაზე აშკარა პასუხის სწორად დანახვაა, მისი მაქსიმალურად მარტივად გამოსახვა და საშუალების მიცემა, რომ თავისი საქმე თავადვე გააკეთოს.

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

როგორ გამოვიყენოთ იუმორი სამსახურში ეფექტიანად და უსაფრთხოდ