in

ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატში, გუნდებს მაისურზე სხვადასხვა სპონსორის ლოგოს დატანა შეუძლიათ

ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც, ადგილობრივ საფეხბურთო ჩემპიონატში, გუნდებს სათამაშო მაისურზე ორი სხვადასხვა ლოგოს დატანა შეუძლიათ. საუბარია ერთსა და იმავე გუნდსა და იდენტურ სათამაშო მაისურებზე. რეგულაციის თანახმად, რომელსაც ერთხმად დაუჭირა მხარი კლუბების უმრავლესობამ, მოედანზე მყოფი შემადგენლობის 10 ფეხბურთელს ერთნაირი სასპონსოროო ლოგო უნდა ჰქონდეს მაისურის წინა მხარეს, ხოლო გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის მაისურის წინა მხარეს, შესაძლებელია, სხვა სატიტულო სპონსორი გამოისახოს.

ასე მაგალითად, ავსტრიაში ყველაზე მდიდარი კლუბი „ზალცბურგი“, რომლის მფლობელიც „რედ ბულია“, პარალელურად წვენების მწარმოებელი კომპანია “Rauch”-თანაც თანამშრომლობს, შიდა ჩემპიონატის მატჩებზე ფეხბურთელებს „რედ ბულის“ ლოგოთი გაფორმებული დიზაინი აცვიათ, მეთერთმეტე მოთამაშის მაისურზე კი სწორედ „რაუხის“ ლოგო არის ხოლმე გამოსახული.

„წლებია, ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, თითოეული ჩვენი ნაბიჯით გვინდა, რომ კლუბებისა და პოტენციური სპონსორების მომავალი თანამშრომლობები მიმზიდველი და საინტერესო იყოს. ბრენდის ცნობადობის ზრდა პირდაპირ არის მიბმული იმ მოზიდულ თანხებთან და ინვესტიციებთან, რომლებსაც კლუბები სპონსორებთან კოლაბორაციით მიაღწევენ, ჩვენ მათ გვერდით ვართ და გვსურს, ავსტრიის საფეხბურთო ლიგა ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ“ – ამბობს, რომან ვიურცი, საფეხბურთო ლიგის მარკეტინგის მენეჯერი.

კლუბები აღნიშნული სიახლით შემოსავლებს, დაახლოებით, 50 %-ით ზრდიან, საინტერესო დეტალია ის, რომ აღნიშნული სიახლე სათასო გათამაშებასაც ეხება.

„თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი მარკეტინგულად უფრო წაგვადგება, სპორტული შედეგების გარდა, მოედნის მიღმაც აქტიურო კამპანიები და ცხოვრება გვაქვს. „რედ ბული“ უდიდესი ბრენდია. შესაბამისად, კლუბი იგივე სიმაღლეებზე ასვლას ცდილობს, ახალი სპონსორი და ნებისმიერი პოტენციური სიახლე ამ გრძელ გზაზე სანდო და მყარი მეგზური უნდა გახდეს. ჩემპიონატი ვითარდება, ამ განვითარებას კლუბებიც შესაბამისად ეხმიანებიან, ეს ყველაფერი კი შედეგებზეც მალე აისახება“, – სებასტიან ლუთე, „ზალცბურგის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი. 

 

Facebook-ის ახალი ალგორითმი თქვენს ყველა მოქმედებას ადევნებს თვალყურს

პიკასოს ნამუშევრის ქვეშ არსებული აქამდე უცნობი ნახატი AI-ის გამოყენებით აღადგინეს