საოჯახო კომედია „აუტანელი“ არდადეგები მოგვითხრობს საზაფხულო ბანაკზე და იქ დატრიალებულ აურზაურზე. ბანაკში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოხვედრილ ფილმის მთავარ გმირს ნუცას, მის დასახურად სარიოზული მიზეზები უჩნდება… ბანაკის დახურვა და მის ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება უნდათ მდიდარ ინვესტორებს, ხოლო რევიზორ რეზოს ბანაკთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს… ბანაკის კეთილი და ექსცენტრული დირექტორი შოთა კი თავის მეგობრებთან, ლიდერ მარინესთან, მზარეულ მურმანთან, ექიმ მირზასთან და ბანაკის მკვიდრ ბავშვებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ მის გადასარჩენად… მაგრამ ბოლოს შოთა თვითონ გახდება გადასარჩენი…
ნუცა მოახერხებს არდადეგები ყველასათვის აუტენელი გახადოს – ბანაკის განადგურების გეგმა შესრულებულია ზედმიწევნით! მაგრამ ეს ისტორიის მხოლოდ დასაწყისია… ნუცასთვის კი ეს „აუტანელი“ არდადეგები სინამდვილეში მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი აღმოჩნდება, რადგან პირველად გაიგებს ნამდვილი მეგობრობის ფასს…. ასე რომ, მთავარი თავგადასავლები ჯერ წინაა!…