in

ადამიანის ორგანიზმი ალკოჰოლს „ხარშავს“ — რას ამბობენ მეცნიერები იშვიათ დაავადებაზე?

წარმოიდგინეთ, კლინიკაში თავბრუსხვევისა და მეტყველების გაძნელების ჩივილებით რომ მიხვიდეთ, მოკლედ ყველა იმ სიმპტომით, რომელიც ნასვამ ადამიანს აღენიშნება… გასაოცარი არც არაფერი იქნება, თუ ამას ერთ ფაქტს არ დავურთავთ, რომ ერთი წვეთი ალკოჰოლური სასმელიც კი არ მიგიღიათ — ზუსტად ასე მოხდა კანადელი ქალის შემთხვევაში, რომელმაც იდუმალებით მოცული დაავადების 7 ეპიზოდი განიცადა. თავს მთვრალი ადამიანივით გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არაფერი დაულევია. დიაგნოზის დასმას 2 წელი დასჭირდა, ბოლოს კი ექიმები ავტომატური ხარშვის/ლუდსახარშის სინდრომზე ალაპარაკდნენ. 

M2
M2

საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და ძალიან ცოტა თუ იციან ამის შესახებ. მდგომარეობაა, რომელშიც ნაწლავში არსებული მიკრობები ალკოჰოლის გამომუშავებას იწვევს. შესაბამისად, სიმპტომებიც ალკოჰოლის მოხმარების მსგავსია, იქნება ეს ღებინება, განწყობის ცვლილება თუ ძილიანობა. აღნიშნული საკითხები კი მის მკურნალობას მეტად ართულებს.

ამ სინდრომის მქონე კიდევ ერთი ადამიანი ბელგიაში ცხოვრობს, რომელიც მანქანის მართვისას ალკოჰოლის მოხმარებისთვის დააჯარიმეს… თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ექიმმა დაადასტურა მისი მდგომარეობა, ავტომატური ხარშვის სინდრომზე შეთანხმდნენ და ჯარიმაც მოუხსნეს. ამ დაავადების მქონე ადამიანების ზუსტი რიცხვი ჯერ არ არის ცნობილი, რითაც აღნიშნულთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაციის არსებობა აიხსნება. თუმცა ერთი იმას გვეუბნებიან, რომ ეს თანდაყოლილი სინდრომი არ არის და მას ნაწლავში მიკრობიომის რღვევა იწვევს.

ზოგადად, ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საფუარი (სოკოს ერთ-ერთი ტიპი) გამოიყენება, რათა ნახშირწყლებში შემავალი შაქრის ფერმენტაცია მოხდეს. ეს წარმოქმნის ალკოჰოლს ლუდში, ღვინოსა და სხვა სასმელებში. “ავტომატური ხარშვის სინდრომის მქონე ადამიანებზე კი ფიქრობენ, რომ მათ ნაწლავში მსგავსი პროცესი მიმდინარეობს, ოღონდ ამ შემთხვევაში იმ საკვების ფერმენტაცია ხდება, რომელსაც მიირთმევენ, იქნება ეს პური თუ შაქარი, რაც შემდგომში ალკოჰოლად გადაიქცევა. 

ამ ჰიპოთეზას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ ავტომატური ხარშვის სინდრომის” მქონე პაციენტებში სამკურნალოდ სოკოს საწინააღმდეგო წამლები გამოიყენება. კანადელ პაციენტში ყოველდღიურ რაციონში ნახშირწყლების შემცირებამაც გამოიღო შედეგი და ისეთი სიმპტომები შეამსუბუქა, როგორებიცაა თავბრუსხვევა და საუბრის გაძნელება. 

არაერთი კვლევა არსებობს, რომლებიც ალკოჰოლის გამომუშავებას სოკოს სხვადასხვა სახეობას უკავშირებს. უფრო ზუსტად, მეცნიერები Saccharomyces cerevisiae-სა და Candida-ზე საუბრობენ, რომლებიც ადამიანებში მსგავსი ინფექციების გამომწვევი ყველაზე ხშირი წყაროა… 

მართალია, ავტომატური ხარშვის სინდრომი საკმაოდ იშვიათია, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენს ნაწლავში არსებული სოკოები დიდად ზემოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და იმუნურ სისტემაზე. აღნიშნული კვლევები კი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მეცნიერები გვპირდებიან, რომ უფრო მეტს გავიგებთ დაავადების საიდუმლოებების შესახებ. 

Spotlight Tech 2024-ის ყველაზე პატარა სტუმარს სტეპის 100%-იანი გრანტი გადაეცა

ამბოლი ო2 – ორგანიზაცია, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვას ემსახურება