in

„ავტო გალერიმ“ საქართველოში Indian motorcycle-ის ახალი მოდელები წარადგინა

Indian motorcycle-ის მაღალტექნოლოგიური მოდელები — Chief Sport და Chief Bobber Dark Horse ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ამერიკული პრემიუმ კლასის მოტოციკლეტები საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, „ავტო გალერიმ“ შემოიყვანა.

Chief ndian-ის ერთ-ერთი უძველესი და მძლავრი სამოდელო ხაზია, რომლის წარმოებაც ბრენდმა 1922 წლიდან დაიწყო. ის განსაკუთრებით პოპულარული პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა და მან ბრენდის მთავარი მოდელი, Scout-იც კი ჩაანაცვლა. Chief-ის ორივე მოდელი Cruiser-ის კატეგორიას წარმოადგენს და, კონკურენტებთან შედარებით, მეტად მაღალტექნოლოგიურია, რასაც სპორტული ასპარეზობისას მიღწეული არაერთი წარმატებაც ადასტურებს.

Chief Sport და Chief Bobber dark horse გამოირჩევა მძლავრი ძრავით, რბილი ამორტიზაციით, სენსორული დისპლეითა და მართვის სამი რეჟიმით — sport, standard და touring. Chief მოდელებს უკვე ჰაერით გაგრილებადი Thunderstroke 116 ძრავა აქვს, რომელიც გამოიმუშავებს 1890 CC-ს. ორივე მათგანი 100 კმ-ზე 4 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ავზის მოცულობა კი 15 ლიტრია. ის კომფორტულია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოტომოყვარულებისთვის.

ორივე მოდელს აქვს LED განათება და ასევე Touchscreen – Apple Car Play, რაც ქართულ ბაზარზე აქამდე არსებულ არც ერთ მოტოციკლზე ჯერ არ ყოფილა ხელმისაწვდომი. Car Play მძღოლებს ეხმარება ნავიგაციაში, მისი საშუალებით შესაძლებელია რუკის გამოყენება. ასევე, ჩაფხუტთან დასინქრონებით მძღოლი მუსიკის მოსმენასა და სხვადასხვა მობილური აპლიკაციით სარგებლობასაც შეძლებს.

Indian Motorcycle-ის სხვა მოტოციკლების მსგავსად, Chief-ის მოდელები აღჭურვილია Brembo-ს პრემიუმ კლასის სამუხრუჭე სისტემით, რაც დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს ქმნის.

Chief Sport-ს FOX-ის ამორტიზაციაც გამოარჩევს, რაც მართვის განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის. ამასთანავე, Chief Sport განსაკუთრებულია ტარების სტილითაც — ის უფრო ახლოს არის სპორტულთან, თუმცა არ კარგავს კრუიზერულ ხასიათს.

რაც შეეხება Chief Bobber-ს, ის კიდევ უფრო მძლავრია და დინამიკური მართვის სტილით გამოირჩევა, რაც მომხმარებლისთვის დამატებით საინტერესო და განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის.

კობა ხვედელიძე, მოტო და ATV მიმართულების ხელმძღვანელი: „Indian Motorcycle მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი, უძველესი ბრენდია, რომელიც გათვლილია ამერიკული სტილის მოტოკულტურის მოყვარულებზე. „ავტო გალერის“ შოურუმში ძირითადად Cruiser-ის კატეგორიის მოტოციკლებია წარმოდგენილი. ეს კატეგორია საქართველოში აქამდეც განვითარებული იყო, თუმცა ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი მოტოკულტურის პოპულარიზაციას. ჩვენს შოურუმში მომხმარებელს Cruiser კატეგორიის მოტოციკლების 5 სხვადასხვა მოდელის ნახვა შეუძლია, რომლებიც მოიცავს indian motorcycle-ის Scout და Chief მიმართულებას. Scout-ის მოდელები უფრო მეტად დამწყები მოტომოყვარულებისთვის არის განკუთვნილი, Chief-ი კი შედარებით ხისტი და სწრაფი მოდელია, რომელიც კიდევ უფრო მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი და შესაბამის მუხრუჭებსა და ამორტიზაციას ფლობს“.

Scout-ის ფასი $15 700-დან (scout bobber) $17 200-მდე (Scout rouge) მერყეობს. რაც შეეხება ახალ მოდელებს, Chief sport-ის ღირებულება $22 700-ად არის შეფასებული, ხოლო Chief bobber — $22 500-ად. Indian Motorcycle-ზე „ალდაგის“ დაზღვევა და TBC-ის ლიზინგი მოქმედებს.

„ავტო გალერი“ მომხმარებელს სთავაზობს, ტესტდრაივით ისარგებლონ და თავად გამოცადონ ამერიკული ბრენდის შესაძლებლობები. ჯავშნების მიღება კომპანიის Facebook გვერდიდან არის შესაძლებელი.

[პარტნიორის კონტენტი]

4Hospitals — ტრენდსეტერი ქართულ სამედიცინო ბაზარზე

Laap studio საერთაშორისო ფოტოპროექტს იწყებს: საერთაშორისო ტალანტების თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან