ავტომობილის სხვადასხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირება მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული პრაქტიკაა და ამ პრაქტიკას საქართველოშიც წარმატებულად ვიყენებთ უკვე ბევრი წელია. თუმცა ეს მარტივი საქმე არ არის და მრავალი დეტალის გათვალისწინება გვჭირდება. მით უმეტეს, თუ პირველად ჩამოგვყავს და გამოცდილება არ გვაქვს, უმჯობესია, რისკებისგან თავის ასარიდებლად სანდო სადილერო კომპანიას მივმართოთ.
საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი იმპორტიორი კომპანიაა Auto Import Georgia, რომელიც არაერთი წელია, მოღვაწეობს ავტოინდუსტრიაში, არის უმსხვილესი კორეული კომპანიის Autowini-ს ოფიციალური წარმომადგენელი და უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ამ დროისთვის მის მიერ იმპორტირებული ავტომანქანები რამდენიმე ათასს აჭარბებს, ასევე, საკმაოდ ძლიერად ოპერირებს ამერიკის ბაზარზეც.
კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა დიდ კორპორაციასთან და საზღვაო გადამზიდ ხაზებთან, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის მოთხოვნაზე და ცდილობს, მისთვის საუკეთესო გამოცდილება შექმნას. პროფესიონალთა გუნდი დაკომპლექტებულია ავტოექსპერტებით, რომლებიც საგულდაგულოდ არჩევენ ავტომობილებს მომხმარებლისთვის, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დაზიანებული ავტომანქანის ჩამოყვანის რისკები.
გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკიდან მანქანების ჩამოყვანა საკმაოდ გავრცელებულია, Auto Import Georgia-მ გადაწყვიტა, კორპორაციული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და ჩვენთვის მოეწოდებინა ინფორმაცია, რომელიც, დღეის მდგომარეობით, ძალიან მნიშვნელოვანია.
ვითარება აშშ-ის აღმოსავლეთსა და მექსიკის ყურეში
ბოლოდროინდელი ცნობებით, აშშ-ის აღმოსავლეთისა და მექსიკის ყურის სანაპიროების პორტებში შრომითი უფლებები ირღვევა და გავრცელებულია წინასწარი ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია თანამშრომლების გაფიცვა. ამ ფაქტს ისიც ამძაფრებს, რომ Longshoremen’s International Association (ILA)-სა და შეერთებული შტატების საზღვაო ალიანსს (USMX) შორის დადებული ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 სექტემბერს ამოიწურა.
ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, შეფერხდება ამ მიდამოებში არსებული პორტების მუშაობა. მათ შორისაა ის საექსპორტო ცენტრებიც, რომლებიც საქართველოს ემსახურება: NY/NJ, GA Savannah და TX Houston. ვარაუდობენ, რომ ხარვეზები ექნება ისეთ ლოგისტიკურ ოპერაციებს, როგორებიცაა: ტვირთის გადაადგილება, ავტომობილების საწყობებში შენახვა, სადაც შეიძლება ადგილიც კი არ იყოს და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელი, რომელიც ამ პორტების გავლით ჩამოიყვანს სატრანსპორტო საშუალებას, იზარალებს, რადგან მოუწევს არა მხოლოდ ავტომობილის თანხის, არამედ მისი საწყობში შენახვის დაფარვაც.
აქვე, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაფიცვის დასრულების შემდეგაც კი, ამ ჯაჭვური რეაქციის დასარეგულირებლად გაურკვეველი ვადა იქნება საჭირო. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ასეთ დროს მანქანები პრიორიტეტულ ტვირთად არ მიიჩნევა და სხვა ტიპის ტვირთზე მეტი აქცენტი კეთდება.
საზღვაო გადამზიდი კომპანიების რეკომენდაცია
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზღვაო გადამზიდი კომპანიები გირჩევენ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან არ შეიძინოთ ავტომობილი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პორტებს გაივლის. ყველა ხარჯის დაფარვა, რომლებიც დაკავშირებული იქნება მის შენახვასთან, თქვენ დაგეკისრებათ და არა მარტო დროს, არამედ ფინანსებსაც დაკარგავთ. საზღვაო გადამზიდი კომპანიები მესამე მხარის ხარჯებს არ ფარავენ, ზოგიერთმა მათგანმა კი უკვე დააწესა დამატებითი გადასახადები, რომლებიც მოსალოდნელ შეფერხებებსა და გაზრდილ ხარჯებს ითვალისწინებს. წინასწარი მონაცემებით, დამატებითი ხარჯი მერყეობს $1000-დან $4000-ის ფარგლებში.
ალტერნატიული გზა, რომელსაც Auto Import Georgia გთავაზობთ კორეასთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილებიდან გამომდინარე
[R]