გაეცანი სპეციალურ შეთავაზებას
„ავტო იმპორტ ჯორჯია“ და თიბისი ლიზინგი დამეგობრდნენ. ეს პარტნიორობა განსაკუთრებულ სალიზინგო პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კორეიდან ავტომობილების იმპორტის შესაძლებლობას.
დღეს „თიბისი ლიზინგისა“ და „ავტო იმპორტ ჯორჯიას“ დამეგობრებამ და პარტნიორობამ საშუალება მისცა ქართველ მომხმარებლებს, ლიზინგის საუკეთესო პირობებით ჩამოიყვანოთ დაუზიანებელი ავტომანქანები კორეიდან.
ლიზინგის პირობები ხელსაყრელი და მარტივია:
- დაფინანსებას მიიღებთ 1 დღეში;
- დაგიფინანსდებათ ავტომობილის სრული ღირებულების 75%-მდე
- ლიზინგის ვადა განისაზღვრება 6 თვიდან 5 წლამდე;
- გადახდას დაიწყებთ ავტომობილის ჩამოსვლის შემდგომ;
- დამატებითი უზრუნველყოფა არ არის საჭირო.
„ავტო იმპორტ ჯორჯია“ — Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელობა საქართველოში
მოგეხსენებათ, მეშვიდე წელია „ავტო იმპორტ ჯორჯია“ უმსხვილესი კორეული კომპანია Autowini.com–ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Autowini გვთავაზობს მარცხენასაჭიანი, დაუზიანებელი ავტომობილების ფართო არჩევანს.
რა არის კორეული ავტობაზრის უპირატესობები?
დაბალი ფასი, დაუზიანებელი ავტომანქანები, მაღალი სტანდარტი და ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი
კორეული ავტომარკეტი, სხვა უპირატესობებთან ერთად, გამოირჩევა დაბალი ფასითა და მაღალი სტანდარტის მქონე ავტომობილებით. უპირატესობაა მრავალფეროვანი არჩევანიც, რაც მოიაზრებს როგორც კორეული წარმოების, ასევე იმპორტირებული მარკის ავტომობილებს: Mercedes-Benz, BMW, Ford, Jeep, lexus, Audi, Land Rover, Toyota და სხვა მსოფლიო ავტომწარმოებელთა მოწინავე ბრენდები.
საწვავის ტიპის მრავალფეროვანი არჩევანი
კორეული ავტომარკეტი დამატებით მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს საწვავის ტიპის მიხედვითაც. ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების პარალელურად, კორეაში ადვილად შეარჩევთ თხევად (LPG) გაზზე და დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომანქანებს.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თხევად (LPG) გაზიან ძრავაზე მომუშავე ავტომანქანებს“.
ქარხნული წესით დამონტაჟებული გაზის აპარატურა
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ გაზის აპარატურა, რომელიც აყენია ავტომანქანებში, დამონტაჟებულია ქარხნულად, კორეული სტანდარტების სრული დაცვით. აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ ამ ტიპის ავტომანქანებს არ გააჩნია ბენზინის ავზი.
თხევადი (LPG) გაზის ეკონომიურობა და დიდი რესურსი
მსგავსი ავტომობილების პრივილეგია იმაშიც მდგომარეობს, რომ თხევადი (LPG) გაზი 3-ჯერ იაფია, ვიდრე ბენზინის საწვავი, რაც, თავისთავად, 3-ჯერ ამცირებს მანქანის შენახვის ხარჯებს. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ამ ავტომანქანების რესურსი (ძრავა და გადაცემათა კოლოფი) საკმაოდ დიდია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათი ძრავის და გადაცემათა კოლოფის რესურსი საშუალოდ ნახევარი მილიონი კილომეტრია.
თიბისი ლიზინგის და „ავტო იმპორტ ჯორჯიას“ დამეგობრების საფუძველიც სწორედ ისაა, რომ ქართველ მომხმარებელს გააცნოს კორეის ავტობაზარი და მისი უპირატესობები. ორივე კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, ქართველი მომხმარებლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი კორეული ავტომანქანები და გაამარტივოს მათი შეძენის პროცესი.
ავტომობილები კორეიდან, ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან
„ავტო იმპორტ ჯორჯია“ ქართველ მომხმარებლებს როგორც კორეიდან, ისე ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სთავაზობს ავტომობილების იმპორტს. თავის მხრივ, ეს გულისხმობს ავტომანქანის შეძენას კორეაში, მის ტრანსპორტირებას საქართველომდე და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, სახლამდე მიწოდებას. კომპანია ტრანსპორტირებას ახორციელებს სხვადასხვა უმსხვილესი საერთაშორისო საზღვაო გადამზიდი პარტნიორის დახმარებით. ტრანსპორტირების პროცესში ავტომანქანა დაზღვეულია.
რატომ „ავტო იმპორტ ჯორჯია“?
„ავტო იმპორტ ჯორჯია“ მომსახურებას უწევს როგორც კერძო პირებს, ისე კომპანიებსა და მსხვილ დილერებს.
საგულისხმოა, რომ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისას, სასურველი ავტომობილი ოფიციალური წარმომადგენლის დახმარებით უნდა შეიძინოთ, რაც შენაძენის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენთან თანამშრომლობის ფარგლებში:
- მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას;
- თქვენი თანხა დაცული იქნება ტრანზაქციის დასასრულამდე;
- მოთხოვნის შესაბამისად, ტრანსპორტირებამდე შემოწმდება თქვენთვის სასურველი ავტომობილის მდგომარეობა;
- გარანტირებულია ავტომობილის სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება.
„ნუ დაკარგავთ დროს! შეიძინეთ სასურველი ავტომობილი Autowini-ის ოფიციალური წარმომადგენლის — „ავტო იმპორტ ჯორჯიას“ – დახმარებითა და შუამდგომლობით“.
[R]