in

რა მარკის მსუბუქ ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში? – ავტოიმპორტის სტატისტიკა

შემოქმედებით ინდუსტრიისა თუ ბიზნესის სიახლეებთან ერთად, „მარკეტერი“, პერიოდულად, ამ სფეროებთან დაკავშირებულ კვლევებსა და სტატისტიკასაც გაცნობთ. ამჯერად, 2020 წლის იანვარში იმპორტირებულ ავტომობილებზე გიამბობთ.

 

კვლევის მიხედვით, ამ პერიოდში, საქართველოში, სულ, 4842 სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. აქედან 3994 არის მსუბუქი ავტომანქანაა.

ეს ავტომობილები (ძარის ტიპის მიხედვით) არის: ვენი კაბრიოლეტი, კუპე, მაღალი გამავლობის, პიკაპი, როდსტერი, სედანი, ტარგა, უნივერსალი, ფურგონი, ჰეტჩბეკი .

კვლევის თანახმად, 2020 წლის იანვარში, საქართველოში, ყველაზე ძველი 1999, ყველაზე ახალი კი 2020 წელს  გამოსული მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა.

რაც შეეხება ამ ავტომობილების მარკებს, ჩამონათვალი ასეთია: ALFA ROMEO, AUDI, BENTLEY, BMW, BUICK, CADILLAC, CHANGAN, CHEVROLET, CHRYSLER, CITROEN, DACIA, DAEWOO, DAIHATSU, DODGE, FERRARI, FIAT, FORD, GAZ, HAVAL , HONDA , HUMMER, HYUNDAI INFINITI, IVECO, JAC, JAGUAR, KAWASAKI, KIA, LAND ROVER, LEXUS, LINCOLN, MAZDA, MASERATI, MERCEDEC-BENZ, MERCURY, MINI, MITSUBISHI, NISSAN, OPEL, PEUGEOT, PORSCHE, RENAULT, TOYOTA, YATIAN, SSANG YONG, SCION, SEAT, SKODA, SMART, SUBARU, SUZUKI, TESLA, TOYOTA, VAZ, VOLKSWAGEN, VOLVO და JAGUAR.

ამათგან, განსაკუთრებით ბევრია: BMW, FORD, FIAT, LEXUX MERCEDEC-BENZ, NISSANI, HONDA HYUNDAI, OPEL, TOYOTA , VOLKSWAGEN და ა.შ. 2020 წლის იანვარში იმპორტირებულ იშვიათ მარკებს კი განეკუთვნება: ALFA ROMEO, BENTLEY, FERRARI, TESLA, YATIAN, SSANG YONG, KAWASAKI, MASERATI, LINCOLN და ა.შ.

რაც შეეხება ფასებს, ბუნებირვია, ისინი მსუბუქი ავტომილების მარკის, მოდელისა და გამოშვების წლების მიხედვით იცვლება.

თუ ავტოიმპორტიორი ხართ, ავტონაწილებისა თუ ავტომომსახურების კომპანია გაქვთ, ან ახლა აპირებთ ამ ბიზნესის დაწყებას, ეს მონაცემები, საინტერესო იქნება თქვენთვის. თუმცა, რატომ მხოლოდ ბიზნესი?  შეიძლება, ეს თემა უბრალოდ გაინტერესებდეთ.

დეტალური მონაცემები შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

#სადანროგორ: ღონისძიებები 6-8 მარტი

“ახალი ტრეკი იდიოტად დარჩენაზე ოცნებას ეხება” – Four Dimensional Monster Lobsters #თაობა