7
დეკ
2017

“რომ მოხდეს, მერე სად მიდიხარ?!” – ანუ სად, როდის და როგორ გამოვიყენოთ ავტოდაზღვევა

7 დეკ 2017

“ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ რომ მოხდეს, მერე სად მიდიხარ?!” – ავტომობილის ყიდვისას მძღოლები სულ უფრო ხშირად ითვალისწინებენ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიის პროდუქტზე მოთხოვნის დინამიკა მკვეთრად მზარდია, მაინც არიან ადამიანები, რომლებიც მე, როგორც სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელს, ეჭვის თვალით მიყურებენ ხოლმე.

statiebi-bog

ჩემ დანახვაზე შეიძლება ფიქრობ კიდეც, რომ რაღაც უნდა მოგყიდო აუცილებლად. შეიძლება თავადაც დამიწყო “ჩემივე” ფრაზებით საუბარი: “აი, ავარია რომ მოგივიდეს, სხვა ავტომობილი ან მისი მძღოლი (მგზავრებიანად) რომ დააზიანო, მერე სად მიდიხარ?” იქნებ, თვლი, რომ მოსალოდნელი მოულოდნელობით ვცდილობ შენს დაშინებას, დარწმუნებას, რომ შეიძლება ძალიან კარგი მძღოლი იყო და სხვა – დაუდევარი მძღოლის “წერა” გახდე, რომ დაზღვევა კი არაა ძვირი ან ფუფუნების საგანი, არამედ შენი უსაფრთხოებაა უფრო ძვირფასი, რომ თვეში 30 ან 50 ლარი ჯობია იხადო და იყო გარანტირებული, ვიდრე ერთ ჯერზე უზარმაზარი თანხების მოძიება დაგჭირდეს და ა.შ.

მე პირველ რიგში, შენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა მევალება. უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ავარიის დროს საჭირო და ან მაშინ, თუკი ავარიის დროს მეორე მძღოლის ავტომობილს, თავად მძღოლს ან მგზავრებს დააზიანებ (ამას ჩვენ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ვეძახით). ავტოდაზღვევა გჭირდება მაშინ, როცა სადმე აქვე, “ყურის ძირში” ან შორს, “9 მთას იქით”, დღისით ან გვიან ღამით, მანქანა გაგიჩერდება, საწვავი გამოგელევა ან საბურავი დაიშვებს. შეიძლება, ასეთ სიტუაციებში, ძმაკაცს ურეკავ, მაგრამ ამ დროს, ასეთ გარემოებაში, სწორედ მე ვარ მზად, გაგიწიო დახმარება დროულად, ევაკუატორი რომ დაგჭირდეს, იმასაც მოგაშველებ.

მე ვარ ახლოს მაშინაც, როცა სადაზღვევო პაკეტების უცნაური დასახელებები ან რთული ტერმინები გაბნევს ან მომსახურების ზუსტ პირობებში გჭირდება გარკვევა. გიხსნი, რომ ჩვენთან, თიბისი დაზღვევაში, არსებობს საბაზისო (Basic) და სრული (Full) ავტოდაზღვევა. თუ მხოლოდ საკუთარი ავტომობილის დაზღვევა გაქვს გადაწყვეტილი, Basic-ს გირჩევ, ხოლო თუ გსურს არამხოლოდ შენი მანქანა, არამედ შენ და შენი მგზავრების ჯანმრთელობა, სხვა ავტომობილი (თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოგივიდა), იმ ავტომობილის მძღოლიც და მისი მგზავრების ჯანმრთელობაც გაითვალისწინო, Full ავტოდაზღვევა გირჩევნია. თუ მანქანა პროფილაქტიკაში გყავს, მე უზრუნველვყოფ შენთვის მანქანას ერთი კვირის მანძილზე.

შეიძლება შენთვის ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ზღაპარივით ჟღერს, ან გიჭირს დაჯერება, რომ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნო საცობებისა და გაუმართავი მანქანების კორიანტელში, მაგრამ “ვინიცობაა”, მე აქ ვარ, რომ დაგიზღვიო ის, რასაც შენით ვერ აზღვევ!



განხილვა