ავტო ლიზინგის ბრენდი „სტარტოს“ ბოტი მომხმარებლებს ვებგვერდის საშუალებით უპასუხებს. როგორც მათი წარმომადგენლები ამბობენ, „სტარბოტი“ პირველი იქნება საქართველოში, რომელიც ამ პლატფორმაზე კომუნიკაციას შეძლებს.

„სტარბოტი, „სტარტოს“ ფეისბუქ გვერდში „ჩაცხოვრდა“ და მას შემდეგ, მომხმარებელს განაცხადის შევსებაში თუ ავტო ლიზინგის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. სტარბოტი შეძლებს, გაგაცნოთ დეტალები ავტო ლიზინგზე, ავტომობილის უზრუნველყოფით სესხის მიღებასა და პორტირებაზე. ბოტთან საუბრისას თქვენ ზოგავთ დროს და ენერგიას. სტარბოტი, კალკულატორის მეშვეობით, დაგითვლით თქვენთვის სასურველი დაფინანსების თანხას ნებისმიერ ვადაზე“ – აცხადებენ კომპანიაში.
„სტარტოს“ წარმომადგენლების თქმით, ამჟამად სტარბოტს ყოველდღიური ტრენინგები უტარდება და მიმდინარეობს მისი განვითარება, უახლოეს მომავალში, კი ის პირველი ბოტი იქნება, რომელიც, მომხმარებელს, ვებგვერდის საშუალებით გაესაუბრება.
[R]










