ონლაინ ავტომობილების ვებსაიტმა Auto Trader ŠKODA ENYAQ iV საუკეთესო ელექტრომობილად დაასახელა. შესანიშნავი დიზაინის მქონე ჯიპმა უამრავ ცნობილ კონკურენტს აჯობა. ამასთან, ŠKODA KODIAQ დასახელდა საუკეთესო მანქანად დიდ დისტანციებზე. ამ უკანასკნელის გამოკითხვას გაერთიანებული სამეფოს ავტომობილების მფლობელები ატარებდნენ.
წინა წლების მსგავსად, 2022 წლის Auto Trader New Car Awards-ზე მონაწილეობდა 156,500-ზე მეტი მანქანის მფლობელი და გამარჯვებული ბრენდები ახალი საავტომობილო ბაზრის ჩემპიონებად მიიჩნევიან. შედეგები იმ მძღოლებზე დაყრდნობით ვლინდება, რომლებსაც ჰყავთ კონკრეტული მოდელი, მართავენ და გამოცდილი აქვთ ის სხვადასხვა სიტუაციაში.

მონაწილეებს სთხოვეს, მანქანები შეეფასებინათ 16 კრიტერიუმით, რომელშიც შედიოდა როგორც დიზაინი, ისე საიმედოობა და ბიუჯეტურობა. მათ ასევე ჰკითხეს, საერთო ჭრილში შეეფასებინათ, თუ რამდენად კმაყოფილები არიან თავიანთი ავტომობილით.

შედეგებით, რა თქმა უნდა, კმაყოფილნი დარჩნენ თავად ბრენდის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ შკოდას მოდელებმა თავისი ინტერიერის, დიდი სათავსოებისა და მოქნილობის გამო მიიღეს მსგავსი მაღალი შეფასება. ასევე დაეთანხმნენ მომხმარებლებს იმაში, რომ შკოდას მანქანები ნამდვილად კომფორტული და საიმედოა.










