in

„ავტობანის“ მარკეტინგის დეპარტამენტს მარიამ ბაისონაშვილი უხელმძღვანელებს

კომპანია „ავტობანის” მარკეტინგის დეპარტამენტში ცვლილებაა – ამ მიმართულებას მარიამ ბაისონაშვილი უხელმძღვანელებს. სიახლე შეეხება, კომპანიის სტრატეგიასაც, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური მარკეტინგული მიმართულებების განვითარების კუთხით. როგორც მარიამ ბაისონაშვილი აღნიშნავს, ახალ როლზე ის ფოკუსირებული იქნება ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების დანერგვაზე. მისი თქმით, „ავტობანი“ მიმდინარე სიახლეებით კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ორიენტირს ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.

M: რას მოიცავს თქვენი ახალი როლი „ავტობანში“ და რომელ კონკრეტულ მიმართულებებზე ფოკუსირდებით?

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ჩემი მთავარი მიზანია ბრენდის სტრატეგიული განვითარება, ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაცია და მომხმარებლისთვის განსაკუთრებული ღირებულების შექმნა.

M: როგორ გეგმავთ ბრენდის პოზიციონირების გაუმჯობესებას კონკურენტულ ბაზარზე?

ჩვენთვის პრიორიტეტულია მარკეტინგის სტრატეგიული მიმართულებების გაძლიერება, ეფექტური კომუნიკაციის აქტივაცია და ინოვაციური პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებასა და მომხმარებელთან უფრო ღრმა ემოციური კავშირის შექმნას. ვფიქრობ, მარკეტინგი ნებისმიერი წარმატებული ბიზნესის ქვაკუთხედია და სწორედ ამ მიმართულებით ვგეგმავ „ავტობანის“ ბრენდის კიდევ უფრო განვითარებასა და ბაზარზე მისი ლიდერობის განმტკიცებას. ახალი გამოწვევები ახალი შესაძლებლობებია! ვიწყებთ ახალ ეტაპს, რომელიც მოიტანს შთამბეჭდავ პროექტებს, კრეატიულ გადაწყვეტებსა და მდგრადი ზრდის შესაძლებლობებს.

M: რა გამოცდილება გაქვთ წინა სამუშაო ადგილებიდან, რაც დაგეხმარებათ ამ პოზიციაზე?

წინა პოზიციებზე მუშაობისას, მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე მარკეტინგული კომუნიკაციების მართვაში. ბოლო 5+ წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობ მარკეტინგის მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელის პოზიციებზე, სადაც შევიძინე ღრმა გამოცდილება ბრენდინგის, სტრატეგიული მარკეტინგის, ციფრული კომუნიკაციების და გაყიდვების სტიმულირების მიმართულებით.

კარიერის განმავლობაში, შევიმუშავე და განვახორციელე ინოვაციური, მონაცემებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის, რაც არამარტო ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებელთან ემოციური კავშირის გაძლიერებას ემსახურებოდა, არამედ ბიზნესის გრძელვადიან ზრდასა და კონკურენტული უპირატესობის შექმნას.

ჩემთვის მარკეტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კომუნიკაცია, ეს არის ბრენდის ისტორიის სწორად გადმოცემა, ემოციების მართვა და ბაზრის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც რეალურ შედეგებში აისახება.

M: თქვენთვის რით არის საინტერესო „ავტობანთან” თანამშრომლობა?

„ავტობანის“ გუნდთან შეერთება ჩემთვის განსაკუთრებული პატივი და მოტივაციაა. ეს არის ინოვატორი, ენერგიული და მიზანდასახული პროფესიონალების გუნდი, რომელიც არა მხოლოდ თანამედროვე მარკეტინგის ტენდენციებს მიჰყვება, არამედ თავად ქმნის ახალ სტანდარტებს ბაზარზე. ვგრძნობ, ეს არის გარემო, სადაც შესაძლებელია კრეატიული იდეების გარდაქმნა რეალურ, მასშტაბურ პროექტებად, რომლებიც ბრენდის იდენტობას კიდევ უფრო გაამყარებს და მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელ გამოცდილებას შექმნის.

M: როგორია მოლოდინები ახალ პოზიციაზე?

მოხარული და ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ გუნდთან ერთად მომეცა შესაძლებლობა „ავტობანის“ მარკეტინგის სტრატეგია ახალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენი მიზანია, ბრენდის კომუნიკაცია გავხადოთ კიდევ უფრო გავლენიანი, ემოციური და მომხმარებელზე ორიენტირებული, რათა „ავტობანი“ ბაზარზე არამხოლოდ ლიდერი, არამედ ხარისხისა და ინოვაციის მასშტაბური სტანდარტი გახდეს. წინ ბევრი საინტერესო გამოწვევა და ინოვაციური პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზას პროფესიონალიზმით, კრეატიულობითა და გუნდური ძალისხმევით წარმატებით გავივლით.

[R]

მეტყველების 5 ცვლილება, რომლებიც ალცჰაიმერზე მიანიშნებს

როგორ განვიტვირთოთ სამსახურში? — ხრიკები