30
Sep
2019

სექსსათამაშო ხელოვნური ინტელექტით – Autoblow AI

30 Sep 2019

veon
veon


ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია სექსსათამაშოების ინდუსტრიასაც მისწვდა. უკვე დაწყებულია წინასწარი შეკვეთები, მოწყობილობისთვის სახელად Autoblow AI და მისი ფასი, ამ ეტაპზე, 229 დოლარია. მოწყობილობა მამაკაცებისთვისაა და მათ ორალური სექსის საუკეთესო გამოცდილებას ჰპირდება… ალგორითმი, რომელიც Autoblow AI-შია გამოყენებული სერბეთში გაწვრთნეს, ანუ ასე ვთქვათ, ასწავლეს, როგორ უნდა შეასრულოს სამუშაო. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მოწყობილობაში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს და აუმჯობესებს ადამიანის მიერ შემუშავებულ ორალური სექსის ტექნიკებს.

Autoblow AI არ არის პირველი სექსსათამაშო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. პირველი იყო ვიბრატორი სახელად HUM, რომელიც 2014 წელს გამოუშვეს. ის ქალებისთვის იყო და სხეულის მოძრაობის მიხედვით წყვეტდა, როგორ ემოქმედა.

განხილვა