in

შეხვდით ახალ წელს ახალი ელექტრომობილით – Autogallery-ში საახალწლო აქცია დაიწყო!

„მომავლის მანქანა“ –  ამ სიტყვებს სულ უფრო ხშირად გაიგებთ, როცა საუბარი ელექტრომობილებს შეეხება. ალბათ იმიტომ, რომ  მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები  ბაზარს სულ უფრო  განახლებულ, მძლავრ ელექტრომობილებს სთავაზობენ.

ბოლო ათი წლის მანძილზე ელექტრომობილის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი – ელემენტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: გაიზარდა მისი ეფექტურობა, რამაც მანქანის მფლობელს უფრო დიდ მანძილებზე გადაადგილების საშუალება მისცა, შემცირდა ბატარეის ზომა და წონა და, რაც მთავარია, მისი ღირებულება. ამავდროულად, დამტენების ტექნოლოგიაც წინ წავიდა და ქსელიც გაფართოვდა.

ტენდენციას „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ მალევე მოერგო და  უკვე წლებია,  მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. რაც მთავარია, ხელს უწყობს ევტომობილებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ამჯერად „ავტო გალერის“ მომხმარებლებისთვის ყველაზე ტრენდულ მოდელებზე განსაკუთრებული, საახალწლო შეთავაზება აქვს. აქციის პირობები იმ ელექტრომობილებზე ვრცელდება, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია და რომლებსაც Autogallery 2-წლიანი გარანტიით (ან 100,000 გარბენით) ყიდის. სულ შოურუმში 15 ბრენდის ელექტროავტომობილი იქნება წარმოდგენილი: Volkswagen, Toyota, Tesla, Polestar, Honda, BMW, Smart, Nissan თუ Mazda.

„ავტო გალერის“ შოურუმში რამდნეიმე გამორჩეული მოედლიც არის წამროდგენილი:

Smart #1 Brabus – „ავტო გალერია“ პირველი, ვინც საქართველოში აღნიშნული მოდელი შემოიყვანა და ადგილობრივი ბაზრისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

Nissan Arya და Mazda CX-30 კი გამორჩეულია დიზაინით და ავტოინჟინერიის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა.

ზემოთჩამოთვლილი ყველა ელექტრომობილი პრემიუმ და ექსკლუზიური ხაზის წარმომადგენელია. ყოველი მათგანი ერთი დამუხტვით მინიმუმ 400 კმ-ს გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ახალი მანქანით თბილისიდან ბათუმამდე ერთი დამუხტვით ჩახვალთ.

ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი: „ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, 2024 წელს ახალი, სრულიად ელექტრო ავტომობილით შეხვდნენ. Autogallery-ს ბრენდის მისია ადამიანებისთვის თვითგამოხატვის საშუალების მიცემაა. ჩვენი მიზანი ადამიანების საოცნებო მანქანის პოვნაში დავეხმაროთ.  თუმცა ამით ჩვენი და მომხმარებლის ურთიერთობა არ სრულდება, ამჟამად ჩვენთან ნებისმიერი ავტომობილის შეძენა 2-წლიანი გარანტიითაა შესაძლებელი. გვსურს, ელექტროავტომობილის შეძენის გამოცდილება სხვა საფეხურზე ავიყვანოთ და ეს პროცესი სიმშვიდესთან და საკუთარი ცხოვრებით ტკბობასთან ასოცირდებოდეს“.

„ავტო გალერიში“ განმარტავენ, რომ მითი, თითქოს ელექტრომობილს ე.წ. „შენახვა” საერთოდ არ სჭირდება, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა შიდაწვის მქონე ძრავასთან შედარებით, მართლაც ბევრად ეკონომიურია, თითქმის ორჯერ მეტად. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს თავისი ელექტრომობილისთვის ნებისმიერი სერვისის მიღება Autogallery-ს სერვისცენტრში შეუძლია, რომელიც Tegeta-ს ცენტრალურ ფილიალში მდებარეობს.

რაც შეეხება საახალწლო აქციის პირობებს, ის როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე ვრცელდება და მოქმედებს საბანკო პროდუქტების გამოყენების შემთხვევაშიც, როგორებიცაა ლიზინგი თუ ავტოსესხი.


„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის  ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა

[R]

Protected: როგორ ცვლის მუსიკა მოგონებებს

თიბისის 2023 წლის დემო დღეები – შემაჯამებელი ღონისძიება