3
Jun
2019

მსოფლიოში ყველაზე პატარა, 72 გრამიანი „მრბოლელი“ დრონი

3 Jun 2019

veon
veon


დრონების „რალი“ სულ უფრო პოპულარულ „სპორტულ შეჯიბრებად“ იქცევა და ისინი, ვინც დრონის დისტანციურ მართვაში უკვე გაიწაფნენ, რობოტიქსისა და ხელოვნური ინტელექტის პირისპირ, სერიოზული კონკურენციის წინაშე დგანან. მოცემულობიდან გამომდინარე, ტექნოლოგიური კომპანიები, უფრო კი, დრონის მწარმოებლები ცდილობენ მომხმარებლისთვის სიახლის შეთავაზებას.

ასე შეიქმნა ჰოლანდიაში, მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის „მრბოლელი“ დრონი – Trashcan, რომელსაც ავტომატურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. დრონი 72 გრამს იწონის, რაც ერთგვარი გარღვევაა დრონის წარმოების ინდუსტრიაში, რადგან მოხდა დრონის წონისა და მოცულობის შემცირება. ეს რომ მოეხერხებინათ ინჟინრებმა დრონს მხოლოდ ერთი გადამცემი დაუტოვეს, მოხსნეს მძიმე ელემეტები, რის შემდეგაც მისი დიამეტრი 10 სანტიმეტრი, ხოლო წონა 72 გრამი გახდა. დრონი საშუალოდ 2 მეტრი წამში სიჩქარით გადაადგილდება, მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც Trashcan-მა ტესტირებისას განავითარა – 2.6 მეტრი წამშია.

ტესტირებებისას დრონმა კარგი შედეგები აჩვენა. შესაბამისად, ახლა გუნდი მისი ფუნციების გაუმჯობესებას, მათ შორის, „კომპიუტერული ხედვის“ ფუნქციის დახვეწას გეგმავს, რომელიც დრონის მარშრუტების ოპტიმალურობის ავტონომიურად განსაზღვრას შეძლებს.

განხილვა