in

შოპინგი ყოველთვის სასიამოვნო არ არის… – Autopia-ს რეკლამა

როცა საქმე ავტონაწილების ყიდვას ეხება, შოპინგი სიამოვნებასთან იშვიათად ასოცირდება. მათთვის, ვისაც ელიავას „დაშლილებში“ სიარული არ სურს, მეორადი ავტონაწილების ონლაინ პლატფორმამ Autopia.ge კამპანია წამოიწყო. ვიდეორგოლზე სააგენტო GeoCreative-მა იმუშავა.

თორკინე რაზმაძე, კომპანია GeoCreative-ის კრეატიული დირექტორი: „მიუხედავად იმისა, რომ საცალო ვაჭრობა ყველა დარგში ძალიან სწრაფად ვითარდება და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე კეთდება სწორება, ისევ რჩება სფერო, რომელსაც ეს განვითარება ფაქტობრივად საერთოდ არ ეხება – ავტონაწილები.

2021 წელს, ადამიანებს ზუსტად იმავე არაკომფორტულ გარემოში უწევთ სასურველი ავტონაწილების ძებნა, როგორც წლების წინ – კერძო ავტოფარეხები და დაშლილების ბაზრობები
ჩვენი გუნდის ამოცანა იყო მაქსიმალურად მოკლე ვიდეორგოლში ამომწურავად გვეჩვენებინა ის გარემო და სიტუაცია, რომელშიც ხვდება ადამიანი, როდესაც მის ავტომობილს რაიმე ნაწილი დასჭირდება. ამ გზით გვსურდა, ხაზი გაგვესვა და კიდევ უფრო უკეთ წარმოგვეჩინა “ავტონაწილების შოპინგისთვის” მაღაზიაში მისვლის კონტრასტული უპირატესობა.
სახალისო პროცესი გამოვიდა, როგორც დაგეგმვის, ასევე გადაღების და მონტაჟის ეტაპებზე. სარეკლამო რგოლსაც ძირითადად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, იმის მიუხედავად, რომ ცოტა ვშიშობდით: ვინმე არ გავანაწყენოთ თქო. ყველას ეცნო სიტუაცია, ადამიანებმა საკუთარი თავი დაინახეს, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო.“

„მეამა ქოლექთი“ ზღვაზე გაიხსნა – ყავის უნიკალური ცივი კოქტეილები უკვე ბათუმის სანაპიროზეც 

მანქანა, რომელიც თავისუფლებას განიჭებს – Chevrolet-ის ისტორია