ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა 2018” ფინალისტების ვინაობა ცნობილია. 216 აპლიკანტიდან იმპროვიზაციულ ტურში მონაწილეობას 10 ფინალისტი მიიღებს. ფინალი 3-4 ნოემბერს, ახმეტის რაიონის სოფელ ბაბანეურში, სასტუმრო „ბაბანეურის მარანში“ გაიმართება. ჟიურის ტრადიციულ შემადგენლობას (მაკა ლდოკონენი, თეონა დოლენჯაშვილი, დათო ტურაშვილი), წელს, ლევან ბერძენიშვილი და “შემოდგომის ლეგენდა 2017”-ის გამარჯვებული თეონა იათაშვილი შეუერთდებიან. “შემოდგომის ლეგენდა 2018”-ის ფინალისტები არიან:
სალომე ადამია – უსათაურო (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ცოტნე ავსაჯანიშვილი – „კოწიკა“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გიორგი ჭკადუა – “ძაფებს ჩრჩილები ჭამენ” (თავისუფალი უნივერსიტეტი)
თეკლა ერემეიშვილი – უსათაურო (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
თემურ ზოიძე – „ზეწარი“(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
თამარ მამარდაშვილი – „ზეითუნის მალამო“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ვაჟა სანთელაძე – „კვანტური სათამაშოები ანუ როგორ მოვამზადოთ ჩაი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
თინათინ უგრეხელიძე – „უთქმელი სევდა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ლილი ფულარიანი – „ორი ორგული კოტე“ (ჯიპა – საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი)
ილია ჭანტურია – „ნინოშვილის 25“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
აღსანიშნავია, რომ წელს, თსუ-ის 100 წლისთავთან და თავად პროექტის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „შემოდგომის ლეგენდა“ იქნება საიუბილეო პროექტის სტატუსით. მომდევნო წლიდან, „შემოდგომის ლეგენდა“ ბინას დაიდებს წინანდლის ისტორიულ მამულში და ყოველ წელს გაიმართება იქ – მამულის ტერიტორიის სასტუმროს ნაწილში, Radisson Collection.