in

Ave New – როგორ შეიქმნა ქალაქის ახალი გამზირის სტრატეგია, სახელი და ვიზუალური იდენტობა

Ave.New • ახალი.გამზირი წარმოადგენს თანამედროვე, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აღმაშენებლის ხეივანზე, რომელიც ქმნის ახალ ურბანულ ცენტრს ქალაქში. 

პროექტის მთავარი ღერძი ადამიანების, სივრცეებისა და ინტერესების დაკავშირებაა. კომპლექსის კონცეფციის წყალობით, აქ საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე და რეკრეაციული სივრცეები ჰარმონიულად ერთიანდება. პროექტს განსაკუთრებულს ხდის საფეხმავლო, რეკრეაციული ხიდი, რომელიც ფარნავაზ მეფის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანს ერთმანეთთან დააკავშირებს. 25 000 კვ.მ რეკრეაციული ზონა, სადაც გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე გაშენებული სკვერი, 11 სართულზე განთავსებული კომერციული და საოფისე სივრცეები, აგროჰაბი, სპორტული მოედნები – ფეხბურთი, კალათბურთი, პადელი – და განცალკევებული საფეხმავლო მოძრაობა. ახალი გამზირი აღმაშენებლის ხეივანზე ქომიუნითის ახალ წესებსა და ცხოვრების სტილს ამკვიდრებს.

როგორ იქცევა ასეთი მასშტაბური კონცეფცია ბრენდად? 

Ave New-ს სტრატეგიაზე, დასახელებასა და ვიზუალურ იდენტობაზე შემოქმედებითმა სააგენტო Windfor’s-მა იმუშავა. დეტალების შესახებ Windfor’s-ის სინიორ ქოფირაითერს, მარიამ ჩარგაზიას ვესაუბრეთ.

M: როგორი იყო Windfor’s-ის სტრატეგია, როცა სტანდარტული დეველოპერული პროექტის ნაცვლად, ახალი ურბანული ცენტრის ბრენდინგზე მუშაობდით?

Windfor’s-ის გუნდმა ამ პროექტზე სხვადასხვა მიმართულებით იმუშავა – შევიმუშავეთ ბრენდის სტრატეგია, მოვიფიქრეთ სახელი, შევქმენით ვიზუალური იდენტობა და საკომუნიკაციო პლატფორმა. ბრენდის ყველა ამ კომპონენტზე მუშაობის დროს, ჩვენი მთავარი წინაპირობა ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა იყო – ადგილის, სადაც ყველა მაცხოვრებელი თავად ქმნის უბნის იდენტობას და იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებით.

M: როგორ გამოიყენეთ ეს უნიკალური არქიტექტურული დეტალები ბრენდის იდენტობასა და მარკეტინგულ კომუნიკაციაში?

დამაკავშირებლის კონცეფცია თავდაპირველად უბნის გეგმარებიდან გამომდინარე გაჩნდა – ეს უბანი თანაკვეთის წერტილია, რომელიც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს აერთიანებს. ბრენდს ტიპოგრაფიული ლოგო აქვს – სახელწოდება სიტყვების გადანაცვლებით მივიღეთ. ave.new ისევე იკითხება, როგორც avenue ანუ გამზირი, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, სახელს დამწერლობის განსხვავებული ფორმა აქვს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს გამზირსაც   “ave” – და სიახლესაც – “new”. ლოგოსთან ერთად კი, ბრენდინგში გრაფიკული სიმბოლოების სისტემა შემოვიტანეთ. თითოეული ეს გრაფიკული სიმბოლო კომპლექსის კონკრეტულ შინაარსს გადმოსცემს, რასაც ბრენდის საკომუნიკაციო ენად ვიყენებთ.

M: კომპლექსში ძალიან ბევრი განსხვავებული ფუნქცია იყრის თავს. როგორ შეძელით ბევრი დეტალის ერთ, მთავარ მარკეტინგულ გზავნილად შეკვრა?

გვსურდა, რომ ჩვენი გზავნილის ქვეშ ყველა ის უპირატესობა მოგვექცია, რაც კომპლექსს გააჩნია. ამ პროცესში ბევრი სხვადასხვა მიმართულება ვცადეთ და საბოლოოდ, შევჯერდით ერთ კონკრეტულ კონცეპტზე, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს – ჩვენი მთავარი მესიჯი სიახლეა. ეს კომპლექსი ქმნის ახალ სტანდარტს და ახალ მიდგომას. აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან და ურბანულ სივრცეში ახალ წესებს ამკვიდრებს.

M: რა იყო Windfor’s-ის გუნდის მთავარი შთაგონება დიზაინზე, ფერებზე, ტიპოგრაფიასა და გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობისას?

ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო პროცესი იყო. შევქმენით ტიპოგრაფიული ლოგო და მისი ქართული ადაპტაცია – მინიმალისტური, კლასიკური დიზაინით. გრაფიკული ელემენტების სისტემაც ამავე მიდგომით შევიმუშავეთ – გვსურდა, რომ ერთი მხრივ, მრავლისმომცველი ყოფილიყო, მეორე მხრივ კი, რელევანტური ბრენდის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

ვფიქრობთ, ბრენდს აქვს ყველა ის კომპონენტი, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობაში სწორი გზავნილების გადაცემაში დაეხმარება და მის მიდგომას, სტრატეგიასა და კონცეფციას ზედმიწევნით გადმოსცემს.

Ave.New უკვე ოფიციალურად გამოჩნდა ბაზარზე, გაყიდვები დაწყებულია და გუნდი მზადაა, პროექტით დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი კონსულტაცია გაუწიოს.

[R]

საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის – მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში

სასტუმრო ტელეგრაფი მსოფლიოს 16 ყველაზე ლამაზ სასტუმროს შორის დასახელდა