ვინ თქვა, რომ La La Land მხოლოდ მაყურებლის დიდი სიმპათიით, ოსკარის 13 ნომინაციით და 6 მოგებული ოსკარით დაკმაყოფილდა?! 2016 წლის ერთ–ერთმა საუკეთესო ფილმმა თავისი კვალი სარეკლამო სივრცეშიც დატოვა. ავეჯის მწარმოებელმა კომპანია Value City Furniture–მა არაჩვეულებრივი, საოცრად ლამაზი, რაც მთავარია კომფორტული ავეჯის რეკლამირება მიუზიკლისა და La La Land–ის სტილში გადაწყვიტა. არც თუ ისე მარტივ დავალებასთან თავის გასართმევად ბრენდმა დახმარება ძველ მეგობარ სააგენტო Translation–ს, უშუალოდ La La Land–ის ქორეოგრაფსა და მომღერალ დემი ლოვატოს სთხოვა. ერთობლივი ნამუშევარი ნამდვილად ძალიან კარგი გამოვიდა, არაჩვეულებრივი მუსიკა, საოცარი მოძრაობები, ძალიან კარგი დადგმა და რაც მთავარია, ულამაზესი ავეჯი. სარეკლამო კამპანია 3 ვიდეორგოლისგან შედგება, სამივე მათგანი სახლის განსხვავებულ ოთახს წარმოაჩენს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=INrSW7cGBw4
https://www.youtube.com/watch?time_continue=19&v=ihNLOGtP_E0
https://www.youtube.com/watch?time_continue=20&v=t7_dnb8ZeLY












