in

ავეჯის სახლი „ვერონა” — იტალიური სტილის ქართული ისტორია

ავეჯის სახლი „ვერონა” ერთი ამბის შედეგია, რომელიც მეგობრობით, ენთუზიაზმითა და ხედვით დაიწყო. მასში თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით უძღვებოდნენ ადგილობრივი ავეჯის წარმოებას და შემდეგ გადაწყვიტეს, იტალიური ავეჯის იმპორტით, შეექმნათ ახალი სტანდარტი საქართველოში. ვერონას საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა, როდესაც გრენობლის ბიზნესსკოლის დასრულების შემდეგ გუნდს შეუერთდა კომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელი, პარტნიორი და პრეზიდენტი.

ვერონას მიზანი თავიდანვე კონკრეტული იყო: შექმნილიყო იტალიური ავეჯის სახლი, რომელიც ორიგინალი პროდუქციის წარმოების (OEM) მოდელზე — ექსკლუზიურ ნივთების რეალიზაციაზე იქნებოდა დაფუძნებული. ლომბარდიაში, ვენეტოსა და ფრიული-ვენეცია-ჯულიას პროვინციაში გამართული ვიზიტების შედეგად, გაფორმდა პირველი შეთანხმება ოთხ იტალიურ ქარხანასთან და კომპანიამ დაიწყო ავეჯის კოლექციების შემოტანა, რომლებიც სრულად მოიცავდა საძინებლის, სასადილოსა და მისაღები ოთახის ავეჯს.

2013 წლის აპრილში აღმაშენებლის ხეივანზე, 2300 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ორსართულიანი შოურუმის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. აქ ავეჯი წარმოდგენილი იყო არა როგორც საგნების რიგები, არამედ როგორც რეალურ სახლებში განთავსებული კომპოზიციები — განათებით, შპალერებით, ხალიჩებითა და დეკორით, რაც მომხმარებელს რეალისტური აღქმის საშუალებას აძლევდა. დამთვალიერებელს შეეძლო თითოეული დეტალის ადგილზე შეძენა ან შეკვეთა, ინდივიდუალური მოთხოვნაზე მორგებული ფერების, ზომისა და მასალის შესაბამისად.

წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი, კომპანიის გამჭვირვალე და ეფექტური ბიზნესმოდელი იყო — მყიდველი კონკრეტულ დიზაინზე აკეთებდა არჩევანს, ავანსად იხდიდა თანხის ნაწილს და ორ-სამ თვეში იღებდა მისთვის დამზადებულ ავეჯს იტალიიდან. მინიმალური მარაგები, მუდმივად განახლებადი კოლექციები და მაღალი ხარისხის მომსახურება იქცა ვერონას სავიზიტო ბარათად.

საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მყისიერი იყო. მოთხოვნის ზრდამ მალევე გააჩინა სამზარეულოს ავეჯის საჭიროება და 2015 წელს ვერონას შოურუმში უკვე წარმოდგენილი იყო კომპანია „დი-იორიოს“ იტალიური სამზარეულოები. ამ სიახლემ კიდევ ერთი მიმართულება გახსნა — ტექნიკის ხაზი. 2016 წელს კომპანია გახდა იტალიური დიზაინერული სამზარეულოს ტექნიკის, SMEG-ის ბრენდის ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში და უკვე ათი წელია, რაც ვერონა-SMEG-ის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება, როგორც მსხვილი, ისე მცირე ზომის სამზარეულოს ტექნიკის მიმათულებით.

ბიზნესის განვითარებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა სოციალური მედიის დროული და შესაბამისი გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ვერონა იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც Facebook სრულფასოვან მარკეტინგულ არხად აქცია. შედეგად, მხოლოდ პირველ წელს კომპანიის ოფიციალური გვერდის მომწონებელთა რაოდენობამ ასი ათასს მიაღწია, შედეგად კი შოურუმში ვიზიტორების რაოდენობა ათასობით ადამიანი იყო და კომპანიამ სწრაფად მიაღწია მაღალ შედეგებს, როგორც გაყიდვებში, ისე ცნობადობის მხრივ.

ვერონას წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მომხმარებელზე ზრუნვა — ავეჯის მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილში, სრული მონტაჟი, დაზიანებული ნივთების საგარანტიო მომსახურება, მყიდველთა ბინებში, დაგვიანებული რემონტის პირობებში, შეძენილი ნივთების დასაწყობება და შენახვა. მომხმარებელი ამ პროცესში სერვისის სრულ ციკლს იღებს — დაწყებული დიზაინის შერჩევით და დასრულებული აწყობის შემდგომი მომსახურებით.

წლებთან ერთად კომპანიის ბრენდპორტფოლიო გაცილებით მრავალფეროვანი გახდა. 2017 წლიდან შოურუმს დაემატა ისეთი ცნობილი იტალიური ბრენდები, როგორებიცაა Cattelan Italia,  Meridiani, Tonin Casa, Pianca, Bonaldo, Miki Ferrari, Ditre Italia, Desiree, Albera, Miniforms, Scappini, Sitap, Falmec, Vistosi, Contardi, Lube Cucine და სხვები.

2020 წელს ვერონა ახალ მასშტაბზე გავიდა — კომპანიამ თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 51-ში ააშენა სამსართულიანი, 6000 კვადრატული მეტრის შოურუმი. ამ სივრცემ მნიშვნელოვნად გააფართოვა როგორც კოლექციების ასორტიმენტი, ისე მომხმარებლისთვის მიღებული გამოცდილება. შენობის მდებარეობამ, მასშტაბურობამ, არქიტექტურულად საინტერესოდ გადაწყვეტილმა ფასადმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის, როგორც ქართულ ბაზარზე დამკვიდრებული მოთამაშის სიძლიერის გამოკვეთაზე და, შედეგად, ეს აისახა გაყიდვების ციფრებზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვერონა ჯგუფის ქოლგის ქვეშ შექმნილი ახალი მიმართულება – სარემონტო მასალების შოურუმი „ვენეტო დიზაინი”, რომელიც 2018 წელს გაიხსნა აღმაშენებლის ხეივნის 38-ში და მასში წარმოდგენილ იქნა კერამიკული ფილები და მეტლახი, უნიტაზები და ხელსაბანები, ონკანები და შემრევები, აბაზანისა და სამზარეულოს ავეჯი, პარკეტი, შპალერი და სხვა ყველა სარემონტო მასალა, რაც ინტერიერის შექმნის პროცესშია აუცილებელი.

ვერონა ჯგუფის მომხმარებელი იმ სეგმენტს მიეკუთვნება, რომელიც აფასებს ხარისხს, დიზაინსა და სანდოობას. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია საშუალო და მაღალ საფასო კატეგორიას განეკუთვნება, კომპანია არ სარგებლობს „ელიტური ბრენდის” იმიჯით, არამედ პოზიციონირებს, როგორც ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიმწოდებელი.

მომავალი? ჯგუფის ხედვა რეალისტურია — საქართველოში განვითარება იგეგმება არსებული სივრცეების გაღრმავებითა და არსებული ბრენდების გამრავალფეროვნებით. გათვალისწინებულია შედარებით ხელმისაწვდომი ავეჯის შემოტანა ევროპიდან, რათა კომპანიამ მოიცვას უფრო ფართო სამომხმარებლო სეგმენტი. ამასთან დაკავშირებით, ბოლო ერთი წელია, ვერონაში წარმოდგენილია და მზარდი პოპულარობით სარგებლობს პოლონური ავეჯის მწარმოებელი, ევროპაში კარგად ცნობილი ბრენდები Befame, Dion, Primavera.

რომ შევაჯამოთ, ვერონა დღეს მეტია, ვიდრე უბრალოდ ავეჯის სახლი — ის არის ინტერიერის დიზაინის კულტურის ნაწილი, ადგილი, სადაც ხარისხი, გემოვნება და მომხმარებელზე ზრუნვა ერთ სისტემად იკვეთება. მისი წარმატების საფუძველი არ არის მხოლოდ ხარისხიანი იტალიური ავეჯის შემოტანა ან ეფექტური მარკეტინგი. ის, რაც ვერონას რეალურად გამოარჩევს ბაზარზე, არის კომპანიის სისტემური, შორსმჭვრეტელი ხედვა და ინოვაციური ბიზნესმოდელი, რომელიც ზუსტად ეხმიანება თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებს. შოურუმის მასშტაბი, რეალისტურად წარმოდგენილი ინტერიერები, პერსონალიზაციის შესაძლებლობა, სწრაფი და გამჭვირვალე ლოგისტიკა, საგარანტიო სერვისი და უკიდურესად მაღალი ხარისხის, მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაცია — ყველაფერი ეს ქმნის ერთგვარ სტანდარტს ქართულ ბაზარზე.

გარდა ამისა, ვენეტო დიზაინის შექმნით, ვერონამ შეძლო წერტილოვანი მომსახურებიდან სრულ გადაწყვეტაზე გადასვლა და მომხმარებელს შესთავაზა რემონტისა და მოწყობის მთელი ჯაჭვი ერთი ბიზნესჯგუფის შიგნით — დაწყებული სარემონტო და მოპირკეთების მასალებით, დასრულებული ავეჯით, ტექნიკითა და განათებით.

ამ ყველაფერს ემატება მაღალი რეპუტაცია, რომელიც წლების განმავლობაში რეალურად შესრულებული დაპირებებით ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ ვერონა დღეს აღარ არის მხოლოდ არჩევანი — ის არის ნდობა, გამოცდილება და ხარისხის გარანტია, რასაც მყიდველი აფასებს არა მხოლოდ პირველ შეძენაზე, არამედ ყოველ შემდეგ ნაბიჯზე, რომელსაც საკუთარ სახლში დგამს.

ფოტოკრედიტი: ალაზანა ფროდაქშენი

 

[R]

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

Honor-მა „მსოფლიოში ყველაზე თხელი“ დასაკეცი ტელეფონი გამოუშვა