15
Mar
2019

Avengers 4-ის ტრეილერში კაპიტანი მარველი გამოჩნდა

15 Mar 2019

კინოთეატრებში “კაპიტანი მარველის” გამოჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, Marvel-ის სტუდიამ “შურისმაძიებლები 4”-ის მორიგი ტრეილერი გამოუშვა. ტრეილერი, წინა ვიდეორგოლის მსგავსად, ტონი სტარკის სცენით იწყება, რომელიც ჯერ ისევ ღია კოსმოსშია დაკარგული. მას “რკინის კაცისა” და “თორის” შავ-თეთრი კადრები ენაცვლება. ვხედავთ “უსასრულო ომში” გადარჩენილ შურისმაძიებლებს, რომლებიც რევანშისთვის ემზადებიან. თუმცა, ტრეილერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად მასში კაპიტანი მარველის გამოჩენა მიგვაჩნია. შეგახსენებთ, “შურისმაძიებლები 4” 26 აპრილს გამოვა.

mBank QR
mBank QR

 

განხილვა