in

„ავერსის კლინიკაში“ ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაციები ჩატარდება

4 მარტს, 11:00 საათზე, „ავერსის კლინიკის“ ცენტრალურ ფილიალში, პრესკონფერენცია გაიმართება – „ავერსის კლინიკის“ ნეიროქირურგი ლაშა ბაქრაძე, საზოგადოებას, საქართველოში პირველად ჩატარებული ტვინის ღრმა სტიმულაციის ქირურგიული ოპერაციის შედეგებს გააცნობს, ასევე აჩვენებს ამ ოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას.

 

„ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას გულმკერდის მიდამოებში, კანის ქვეშ, რომელიც ელექტრონული იმპულსების ტვინში გაგზავნით ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც იწვევენ მოძრაობის დარღვევას და იძლევა მათი კონტროლის საშუალებას.

ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხარისხს. ეს ოპერაცია ტარდება იმ პაციენტებისთვის, ვის შემთხვევაშიც მედიკამენტური მკურნალობით ვეღარ ხერხდება დაავადების გამოვლინებების სრულფასოვანი კონტროლი. ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორებიცაა: ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდობა (პათოლოგიური დაჭიმულობა). ოპერაციის შედეგად, დაავადების სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს ბევრად დამოუკიდებელი გახდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

[R]

მერი გიორგობიანი Innocean Berlin-ის არტ დირექტორი გახდა

„ჩვენ კულინარიული შოუს სტანდარტი შევცვალეთ“ – „მასტერშეფი“ ბრუნდება