in

“ავერსი-რაციონალი” – “პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი მოიპოვა“

კომპანია „ავერსი-რაციონალს“, 2021 წლის 1-ლ თებერვალს, საქართველოში პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატი გადაეცა, რომელიც საწარმოს და აქ წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს ადასტურებს“.

„ავერსი-რაციონალმა“ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო ევროპული GMP EU სერტიფიკატი გერმანული კომპანია TÜV SÜD Industie Service, GmbH-ის მიერ.

გასულ წელს „ავერსი-რაციონალმა“ მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი, რომელიც ასევე პირველია საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ „ავერსი-რაციონალი“ ფლობს ISO 9001-ის გერმანულ სერტიფიკატს (TÜV SÜD Management Service GmbH). საწარმოს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები, 2014 წლიდან, აკრედიტებულია ISO 17025-ის მიხედვით და რეგულარულად, დიდი წარმატებით მონაწილეობ EDQM-ისა თუ სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კონკურსებში“.

„ავერსი-რაციონალი“ საქართველოში პირველია, ვინც ეს სერტიფიკატი მოიპოვა.

კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ინსპექტირება, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, სავალდებულო მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან გახდება და მათთვის საამაყოა, რომ „ავერსი-რაციონალმა“, როგორც ევროპული სტანდარტების მქონე საწარმომ, საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით მოითხოვა ამ ინსპექტირების ჩატარება, რომელიც  წარმატებით გაიარა.

გაცემული პირველი ნაციონალური GMP – სერტიფიკატი კომპანიისთვისაც და ზოგადად, დარგისთვისაც, ისტორიული მნიშვნელობისაა. აღნიშნული სერტიფიკატი, სხვა მანამდე არსებულ სერტიფიკატებთან ერთად, კვლავაც ადასტურებს „ავერსი-რაციონალის“ და აქ  წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს!

[R]

ABK-მ ექსტრემალური პროდაქშენის მომსახურება შექმნა

დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი” ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია