„მარტის თვე მხოლოდ გაზაფხულის დადგომას კი არ გვამცნობს, არამედ დღესასწაულებითაც გვანებივრებს. ეს დღესასწაულები ქალებს ეძღვნებათ. ბევრი ღიმილი, ყვავილები და საჩუქრები სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს. „ავერსს“ არც ამჯერად დავიწყებია დღესასწაულების აღნიშვნა – ქალებს, მარტის ბოლომდე, საუკეთესო ფასდაკლებები და საჩუქრები ელით“.
ამ კამპანიის შესახებ უფრო მეტს ახალი ვიდეორგოლიდან შეიტყობთ, სადაც ნაჩვენებია „ავერსის“ 14 წამყვანი კოსმეტიკური ბრენდის საიმიჯო კონცეფცია, წარმოჩენილია მათი უნიკალური ინგრედიენტები და ორიგინალური დიზაინი.
ვიდეორგოლზე ვიზუალურმა სტუდია „მეტალიკმა“ და ფრილანსერების ჯგუფმა იმუშავეს. მათი შთაგონების წყარო თითოეული პროდუქტის ინსტაგრამ პლატფორმა იყო.
„ამ ბრენდების დიზაინისთვის დამახასიათებელი დეტალების გამოყენებით აეწყო ყველა რეკვიზიტი და შეიქმნა თითოეული მათგანის ინდივიდუალური, დამახასიათებელი ესთეტიკური სახე“.
[R]