in

„ავერსმა“ „დედების კლუბის“ შესახებ საინფორმაციო რგოლი გადაიღო

„ავერსმა“ „დედების კლუბის“ შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი გადაიღო. ეს კლუბი კომპანიის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს, ქალებს შვილებისა და საკუთარ ჯანმრთელობასა თუ სილამაზეზე ზრუნვა გაუმარტივოს. ვიდეოზე საკომუნიკაციო სააგენტომ JWT Metro იმუშავა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/AversiPharma/videos/1557265144342851/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

„ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი დედებისათვის, რომელიც კომპანია „ავერსმა“ საქართველოში მცხოვრებ დედებს შესთავაზა. პროექტის მიზანია, ქალბატონებს გაუმარტივოს საკუთარ და შვილების ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვა. ასევე, აუმაღლოს მათ ცნობიერების დონე, როგორ უნდა იცხოვრონ და აღზარდონ შვილები ჯანსაღად. „დედების კლუბი“ ამ მნიშვნელოვან სეგმენტს განსაკუთრებულ პირობებს უქმნის როგორც სამედიცინო, ისე სილამაზის, თავის მოვლის თუ „შოპინგის“ მიმართულებით. ამ კლუბში გაწევრიანებისათვის აუცილებელია, იყოთ დედა და წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა (ან ასლი). სანაცვლოდ, მიიღებთ მნიშვნელოვან ფასდაკლებებს და აქციებს „ავერსი“ ჯგუფის შვილობილ კლინიკებში, პარტნიორ კომპანიებსა და ჩვენს აფთიაქებში“ – აცხადებენ კომპანიაში.

[R]

„საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტი „მალეო“ – ამანათების ტრანსპორტირება ამერიკიდან საქართველოს ნებისმიერ რეგიონში

Selfie Mirror ფოტოებისა და GIF ანიმაციებისთვის – ინტერაქტიული მოწყობილობა ქართულ ბაზარზე