19
ოქტ
2017

„ავერსის“ გათამაშების ახალი ვიდეორგოლი, რომელზეც JWT Metro-მ იმუშავა

19 ოქტ 2017

სააფთიაქო ქსელმა „ავერსი“ რიგით მე-10 გათამაშება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ახალი ვიდეორგოლი დამზადდა. რეკლამის მიხედვით, გათამაშებით არაა განსაზღვრული კონკრეტული პრიზები, აქ განსაზღვრულია თანხა, რომლის მოგების შემთხვევაში, გაქვთ თავისუფლება აისრულოთ თქვენი სუბიექტური სურვილები. თუ კი „აღარ გაქვთ ძველი ავეჯის ატანა“ და „ტელევიზორსაც უნდა გატანა“, ან თუ „გაგიჩნდეთ გადაბარგების სურვილი“, გათამაშებაში მონაწილეობის წესები ასეთია: „მტრედი ბარათის“ დახმარებით, აფთიაქში ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, უნდა დააგროვოთ გათამაშების ბილეთები. გამარჯვებულები გამოვლინდება 2018 წლის 19 იანვარს, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში. „მტრედი ბარათის“ გათამაშების ვიდეორგოლზე კრეატიულმა სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.

 

Credits
კლიენტი: ავერსი
სააგენტო: JWT Metro
არტ დირექტორი: სანდრო ციცქიშვილი
ქოფირაითერი: ალექსანდრე ციცქიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი
ექაუნთ მენეჯერი: ალექს ჩიქოვანი
რეჟისორი: რატი რამიშვილი
ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი
მხატვარი: დოდოშკა ჩხეიძე
კოსტუმების მხატვარი: თინა შენგელია
კასტინგი: თინა ხიზანიშვილი
ფროდაქშენ ასისტენტი: მარიამ სოსელია
პროდიუსერი: მაია გურაბანიძე
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
ხმის რეჟისორი: კობა კვაჭაძე

განხილვა